დონალდ ტრამპმა სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელების მიზეზები განმარტა

დონალდ ტრამპმა სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელების მიზეზები განმარტა

აშშ-ს პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განცხადებით, მან სირიაში სარაკეტო იერიშების განხორციელების ბრძანება იმისთვის გასცა, რომ " ქიმიური იარაღის გამოყენება და გავრცელება შეაჩეროს", -ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომლითაც მან კონგრესის ორივე პალატას მიმართა. ინფორმაციას გამოცემა Washington Post-ი ავრცელებს.

სახელმწიფო მეთაურმა კონგრესისადმი მიმართვისას აღნიშნა, რომ სირიის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია იმისთვის დაიწყო, რათა რეგიონში ვითარება დასტაბილურდეს და ასევე ჰუმანიტარული კატასტროფა თავიდან იქნას აცილებული.
სირიაში სარაკეტო იერიშების განხორციელების შემდეგ, ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატიული პარტიის დეპუტატებმა მკაცრად გააკრიტიკეს. დემოკრატები იმედოვნებდნენ, რომ სახელმწიფოს მეთაურს სირიის საკითხზე მკაფიო სტრატეგია ექნებოდა წარმოდგენილი.

შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ჟოზეფ დანფორდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმები დამასკოს სამეცნიერო ცენტრზე, ქიმიური იარაღის საწყობსა და ერთ-ერთ სამიზნეზე განხორციელდა.
ოფიციალურ დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად სამეცნიერო ცენტრის შენობის კომპლექსი დაზიანდა.

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

1 წუთის წინ

მათი ცნობით, სტიქია ჩუნმინის რაიონში მძინვარებს. ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 28 მ / სთ აღწევს. შანხაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ტაიფუნის გამო სანაპირო ზონიდან 1905 ადამიანია ევაკუირებული. ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080