სასჯელაღსრულება: ბაქრაძისგან იყო რისკი განმეორებითი დანაშაულის და 6-ჯერ ვუთხარით უარი ვადამდელზე

სასჯელაღსრულება: ბაქრაძისგან იყო რისკი განმეორებითი დანაშაულის და 6-ჯერ ვუთხარით უარი ვადამდელზე

გერის მკვლელობაში ბრალდებულს კახი კახიშვილის უწყებამ 6-ჯერ უთხრა უარი ვადამდე გათავისუფლებაზე. ამის შესახებ სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს იურიდიული დეპარტამენტის უფროსმა ალექსანდრე დარახველიძემ  "პოსტ კრიპტუმთან" განაცხადა.   

"პროცედურულად, როდესაც განსაზღვრულ დანაშაულზე განსაზღვრულ ვადას მოიხდის, დაწესებულებუის ადმინისტრაციას აქვს ვალებულება რომ ადგილობრივ საბჭოს მიმართოს, რათა განიხილოს ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს შეეძლო გაეთავისუფლებინა მსჯავრდებული, მას 6-ივეჯერ უარი უთხრა გათავისუფლებაზე.

უდოს კომისიისთვის მნიშვნელოვანი იყო მისი წარსულში დანაშაულის ფაქტები, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოვლენილი ქცევები და პიროვნული მახასიათებლები. ვაფასებ იმ ფაქტსაც თუ რამდენად არსებობს რისკი მის მიერ დანაშაულის განმეორებით ჩადენის შემთხვევაში. 

კონკრეტულ საკითხზე მსჯელობისას საბჭომ მიიჩნია, რომ დანაშაულის ხასითი და ასევე მომავალში დანაშაულის ჩადების რისკი იმდენად მაღალი იყო, რომ არ შეიძლებოდა ამ ადამიანის პირობით ვადამდე გათავისუფლება და შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დარჩენილიყო ის ციხეში". 

ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, დაწესებულება არც დადებით და არც უარყოფით რეკომენდაციას არ გასცემს, ის კონკრეტული ფაქტების შესახებ აწვდის ინფორმაციას.

შეგახსენებთ, რომ ვეფხვია ბაქრაძემ ყოფილ ცოლს, ნათელა გობაძეს ქვით თავის არეში დაზიანებები მიაყენა, მიუხედავადა ამისა, 2017 წლის მაისში ის პრეზიდენტის შეწყალებით გამოვიდა. ციხეში 2 წელზე ნაკლები გაატარა. 2018 წლის 13 აპრილს კი მან განსაკუთრებული სისასტიკით მოკლა თავისი გერი, 25 წლის თამარ გამრეკელიძე. ვეფხვია ბაქრაძე 14 აპრილს დააკავეს.

თურქეთის მოქალაქეების იძულებით ფულის გადახდევინებისთვის, ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი დააკავეს

თურქეთის მოქალაქეების იძულებით ფულის გადახდევინებისთვის, ბათუმის ერთ-ერთი კლუბის მფლობელი და კიდევ 1 პირი დააკავეს

15 ივლისი, 2018

"შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი იძულების ბრალდებით 1980 წელს დაბადებული ჯ.ც. და 1985 წელს...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040