ბახტაძე: ფინანსური მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომელიც ყველა კონკურენტუნარიანი პროექტის რეალიზაციას შეუწყობს ხელს

ბახტაძე: ფინანსური მექანიზმები უნდა შევქმნათ, რომელიც ყველა კონკურენტუნარიანი პროექტის რეალიზაციას შეუწყობს ხელს

ფინანსთა მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, საქართველოში ისეთი ფინანსური მექანიზმები უნდა შეიქმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ყველა სიცოცხლისუნარიან და კონკურენტუნარიანი პროექტის რეალიზაციას.

„ჩვენი ამოცანაა, ისეთი ფინანსური მექანიზმები შევქმნათ, მათ შორის ფინანსური სექტორის ადეკვატური ჩართულობით, ასეთი ფინანსური მექანიზმების ნაწილი შექმნილია და ნაწილს აუცილებლად შევქმნით მომავალში, რომელიც საშუალებას მოგვცემს ჩვენ ქვეყანაში მოხდეს რეალიზაცია ყველა სიცოცხლიუნარიანი და კონკურენტუნარიანი პროექტის“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ. 

მისი თქმით, რეფორმა გლობალურია და ამ რეფორმის ქვეშ არის რამდენიმე პროგრამა. ყველა პროგრამის მიზნობირივ აუდიტორია განსხვავებულია.
„რამდენიმე დღის წინ მოხდა ასეთი პროგრამის დაანონსება, ეს არის „ახალგაზრდა მეწარმე“. ასეთი პროგრამა იქნება კიდევ სხვა, ბევრი და საკმაოდ მასშტაბური. 

თითოეულ პროგრამას თავისი ფინანსური მექანიზმი ექნება“, - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

36 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167