თეთრი სახლი: ამერიკელი სამხედროები სირიას ძალიან მალე დატოვებენ

თეთრი სახლი: ამერიკელი სამხედროები სირიას ძალიან მალე დატოვებენ

ამერიკელი სამხედროები სირიას "რაც შეიძლება მალე" დატოვებენ, როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა პირობა დადო,-ამის შესახებ თეთრი სახლის წარმომადგენელმა სარა სანდერსმა განაცხადა. ინფორმაციას ტელეკომპანია CBS-ი ავრცელებს.

"შეერთებული შტატების მონაწილეობიზ მიზანი [სირიაში] არ შეცვლილა. პრეზიდენტმა ნათლად მიანიშნა, რომ მას სურს, რაც შეიძლება მალე გაიყვანოს აშშ-ს ჯარები ", - განაცხადა მან.
სანდერსმა აღნიშნა, რომ სირიაში სამხედროების მიზანი ტერორისტული დაჯგუფება "ისლამური სახელმწიფოს" მებრძოლების განადგურებაა.
"გარდა ამისა, ველით, რომ რეგიონში ჩვენი მოკავშირეები უფრო მეტ პასუხისმგებლობას აიღებენ საკუთარ უსაფრთხოებაზე, როგორც ფინანსურად, ასევე სამხედრო თვალსაზრისით", - განაცხადა სანდერსმა.

აპრილის დასაწყისში აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ უახლოეს მომავალში სირიის ტერიტორიიდან ამერიკელი სამხედრო მოსამსახურეების გაყვანის თაობაზე გადაწყვეტილებას მიიღებდა, მაგრამ მას კონკრეტული ვადები არ დაუსახელებია. სახელმწიფო მეთაურმა, პენტაგონის ხელმძღვანელ, ჯეიმს მეტისთან და სხვა მაღალჩინოსნებთან შეხვედრის შემდეგ, უკმაყოფილება გამოთქვა სირიაში აშშ-ს შეიარაღებული ძალების გრძელვადიანი დროით შესაძლო დარჩენაზე.  

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

დონალდ ტრამპი: ყალბ მედიას რუსეთთან კონფრონტაცია და ომი სურს

18 წუთის წინ

„ყალბ მედიას რუსეთთან სერიოზული კონფრონტაცია ძალიან სურს. ასეთმა დაპირისპირებამ, შესაძლოა ომი გამოიწვიოს“,-დაწერა დონალდ ტრამპმა. თეთრი სახლის ლიდერის შეფასებით, ეს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობების გაუმჯობესებას...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126