მოკლული ქალის ბებია: წარმოიდგინეთ ვინაა, 3 და 6 წლის ბავშვებს დედის დაკვლას აყურებინებინა

მოკლული ქალის ბებია: წარმოიდგინეთ ვინაა, 3 და 6 წლის ბავშვებს დედის დაკვლას აყურებინებინა

"ამ დანაშაულის თავიდან აცილება არ შეიძლებოდა, ციხიდანვე ემუქრებოდა ამათ. ურეკავდა ჩემს შვილს და რომ არ აგონებდა, უთქვია, აი ხომ არ მაგონებს ახლა შენ, მერე მე არ გაგაგონებო და მერე ნახავო ნახავო შენო. ეუბნებოდა გაგამწარებო..." -  ბარნოვის ქუჩაზე სასტიკად მოკლული 25 წლის ქალის ბებია მერი გაბაძე "პოსტ კრიპტუმთან" აცხადებს, რომ თავისი ქალიშვილი ყოფილი ქმრის დაკავებს დიდი ხანი ითხოვდა.

"ჩემი შვილი არც შვილებთან ამბობდა, იკავებდა თავს, რომ იქნებ მშვიდობიანად მოცილებოდა. ეუბნებოდა, არ გვინდა შენთან ცხოვრება და დაგვანებე თავიო. არ უნდოდა თავის დანებება ამისთვის, პირველად ვერ მოკლა და ახლა უნდოდა შვილები გაემწარებინა.

შვილებმა როგორც კი განცხადება გააკეთეს პოლიციაში, იმავე დღეს მოხდა ეს ამბავი. ჩემი შვილი არ ამბობდა თვითონ არაფერს,იმიტომ რომ იმას ჰყავდა დაშინებული, თუ გაამჟღავნებდა, თუ წავიდოდა საჩივლელად, გაამწარებდა.

ბევრჯერ ჰქონდა დაწერილი  ეს გამაფრთხილებელი ჩემს შვილს და ითხოვდა, ნუ მაწერინებთ ამ  ორდერებს, ეს დასაჭერია, მემუქრება და დამიშავებსო. არა, ფაქტები გვინდაო, ფაქტები თუ არ არის, ვერ დავიჭერთო და ფაქტები რა არის?! ფაქტი ხომ გვაქვს ახლა? უდანაშულო ბავშვი მოგვიკლეს

 შეწყალებაზე ჩვენი მხრიდან არაფერი ყოფილა, რადგან იქედანვე იმუქრებოდა.  დედას დაუპირისპირდნენ შვილები, მაგან რატომ უნდა გვაჯობოსი, შევიტანოთ განცხადება და მოგვხედონო. რომ დაინახეს ეს გაჭირვებული გოგოები, რა მოხდებოდა, რომ გაეგზავნათ ერთი საპატრულო მანქანა და თვალყური ედევნებინათ?

წარმოიდგინეთ რა ადამიანია, სამი წლის ბავშვს და 6 წლის ბავშვს რომ დედის დაკვლას აყურებინებინა. კარები არ გააღოთო, დაუყვირა და ბავშვებმა მაინც იმდენი ქნეს, რომ აივნიდან იყვირეს, დედას უშველეთო.

უფროსი ჰყვება, რომ შევედით, ის პირველი ოთახიდან გამოვიდაო. ანუ შევიდა შიგ, დაელოდა ესენი კარგად რომ შესულიყვნენ და მერე კარები გადაკეტა და სტაცა თამარს ხელი. 

მაგას არ ვაპატიებთ, ამას როგორ ვაპატიებთ. მაგან დანით მომიკლა ეს ძვირფასი შვილიშვილი, მე თითებით, ფრჩხილებით უნდა გამოვაცალო ის ყელი, ერთი ჩამაგდებინა ხელში...მაგას პატიმრობა არ უნდა, მაგას სამუდამო უნდა, მაგას სიკვდილი უნდა!" - აცხადებს მოკლულის ბებია.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

9 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072