25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა და შესაძლოა უვადო პატიმრობა მიესაჯოს

25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებულს ბრალი დაუმძიმდა და შესაძლოა უვადო პატიმრობა მიესაჯოს

მამინაცვალს, რომელმაც 25 წლის ქალი მოკლა შსს-მ ბრალი დაუმძიმა და გამოძიება 11-109 პრიმა მუხლით დაიწყო, რაც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს  და სასჯელის ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს, - ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" შსს-ში დაუდასტურეს.

ბრალის წარდგენა ამ წუთებში მიმდინარეობას.

შეგახსენებთ, გუშინ შსს-ს გავრცელებული ინფორმაციით, 

"თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩა

ტარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1972 წელს დაბადებული ვ.ბ. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.

2015 წელს ვ.ბ დამნაშავედ სცნეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა -117-ე და 276-ე მუხლებით, რაც ოჯახის წევრის ჯანმრთელობის მძიმე დაზიანებას და ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს. ვ.ბ პრეზიდენტმა შეიწყალა, მას სასჯელი გაუნახევრდა და საპატიმრო დაწესებულება ვადაზე ადრე 2017 წლის 25 მაისს დატოვა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ მიმდინარე წლის 13 აპრილს ვ.ბ.-მ ვაკეში, ბარნოვის ქუჩაზე, ყოფილი მეუღლის შვილს, 1993 წელს დაბადებულ თ.გ.-ს სხეულზე დანით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. თ.გ. შემთხვევის ადგილზევე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძების შედეგად ვ.ბ. დანაშაულის ჩადენიდან მეორე დღეს თელეთში დააკავეს.

"პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, შემთხვევის ადგილიდან ამოიღო, რომელზეც დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და დედის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება. თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება დედის მიმართ ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო სამი თვის განმავლობაში ოჯახში ძალადობის ფაქტზე 800-ზე მეტი პირი დააკავა და 1400-ზე მეტი შემაკავებელი ორდერი გამოსცა. ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლა შსს-ს ერთ ერთი პრიორიტეტია. ამ მიმართულებით სამინისტრო გააგრძელებს მკაცრი პოლიტიკის გატარებას ძალადობის თითოეულ ფაქტზე", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

9 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072