რომის პაპი: ვაგრძელებ მსოფლიოსთვის ლოცვას

რომის პაპი: ვაგრძელებ მსოფლიოსთვის ლოცვას

რომის პაპი ფრანცისკე შეძრწუნებულია სირიაში მომხდარი მოვლენებით და კონფლიქტის მხარეებს მშვიდობისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ, მან 15 აპრილს განაცხადა.

"ღრმად შეწუხებული ვარ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენებით, სადაც ყველა არსებული ხერხის მიუხედავად, ძველებურად რთულია საერთო ქმედებებამდე მისვლა, სირიაში და სხვა რეგიონებში მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა პაპმა.

ასევე, რომის პაპმა მსოფლიოს ლიდერებს კონსტრუქციული ქმედებებისკენ მოუწოდა.

"მშვიდობისთვის ვლოცულობ და ყველას ვთავაზობ, ნებაყოფლობით გააკეთონ იგივე. მოვუწოდებ ყველას, ვისაც აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა, უზრუნველყონ მშვიდობა და სამართლიანობა", - განაცხადა რომის პაპმა.

შეგახსენებთ, რომ 14 აპირილის ღამეს, აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიაში სამხედრო ობიექტებზე, რომლებიც ქიმიურ იარაღთან იყო დაკავშირებული, იერიში განახორციელეს. ქვეყნებმა ამ ქმედებებს მიმართეს, რადგან ქალაქ დუმაში ქიმიური იარაღის გამოყენების პასუხისმგებლობას სირიის ხელისუფლებას, რუსეთსა და ირანს აკისრებენ.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

29 წუთის წინ

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს უქმნის. "ოცეულის ჯგუფიდან“ ყველას ესმის, რომ სავაჭრო ომი რეალობაა და გლობალური ზრდის რისკი არსებობს", - ციტირებს სააგენტო მინისტრის სიტყვებს. საფრანგეთის...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080