ჯონსონი სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმაზე: ეს დროულად და წარმატებით შესრულდა

ჯონსონი სირიაზე მიტანილ სარაკეტო დარტყმაზე: ეს დროულად და წარმატებით შესრულდა

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ თუ სირიის პრეზიდენტი ბაშარ ასადი კვლავ გამოიყენებს ქიმიურ იარაღს, მაშინ ლონდონი თავის მოკავშირეებთან ერთად გადაწყვეტს, თუ როგორ იმოქმედონ.

"მისია წარმატებით შესრულდა, ვფიქრობ, იგი შესაბამისი იყო და დროულად შესრულდა, მაგრამ ვერ ვიტყვით, თუ როგორ უპასუხებს ამას ბაშარ ასადის რეჟიმი. ჩემი აზრით, ჩვენი პასუხი სწორი იყო იმის გამო, რაც მოხდა ქალაქ დუმაში", - აცხადებს ჯონსონი.

მისი თქმით, მტკიცებულება, რომ ამ დასახლებულ პუნქტზე ქიმიური იარაღი გამოიყენეს, საკმარისია. ჯონსონმა აღნიშნა, რომ იქ ქლორის სუნი იდგა, ხოლო თავდასხმამდე ხელისუფლების ვერტმფრენი შენიშნეს ცაში.

"ამგვარად ვერავინ გამოიყენებდა ვერტმფრენს და ვერავინ ჩამოაგდებდა რამდენიმე ბომბს ხელისუფლების გარდა", - აცხადებს ჯონსონი.

მან აგრეთვე დაამატა, რომ სირიაზე მიტანილი სარაკეტო დარტყმა იმის გამო განხორციელდა, რომ შეწყდეს ბარბაროსული ქიმიური იარაღის გამოყენება.

ცნობისთვის, 14 აპრილს აშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის ობიექტებზე რაკეტული იერიში მიიტანეს. მთლიანობაში ასზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. რუსეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გაშვებული 103 რაკეტიდან 71 ჩამოაგდეს.

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

7 წუთის წინ

საპრეზიდენტოი სასახლეში პუტინის მისვლა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩასულა. რუსეთის ლიდერი უკვე ფინეთში იმყოფება, მაგრამ პუტინის თვითმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანების შემდეგ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040