პუტინი სირიის დარტყმაზე: თუ ეს გაგრძელდება, საერთაშორისო ურთიერთობებში ქაოსი დაიწყება

პუტინი სირიის დარტყმაზე: თუ ეს გაგრძელდება, საერთაშორისო ურთიერთობებში ქაოსი დაიწყება

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, თავის ირანელ კოლეგასთან, დასავლეთ კოალიციის მიერ სირიაზე განხორციელებული სარაკეტო დარტყმა განიხილა.

"თუ მსგავსი ქმედება გაგრძელდება, მაშინ ეს ქაოსს გამოიწვევს საერთაშორისო ურთიერთობებში", - ნათქვამია განცხადებაში.

ვლადიმერ პუტინი ირანის პრეზიდენტ ჰასან რუჰანის ტელეფონით ესაუბრა. ამის შესახებ ინფორმაციას კრემლი ავრცელებს. საუბარი ირანული მხარის ინიციატივით შეედგა.

"ეს უკანონო აქცია ძალიან დიდ ზიანს აყენებს სირიის სიტუაციის პოლიტიკური გზით რეგულირების შესაძლებლობას. ვლადიმერ პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თუ მსგავსი ქმედებები გაგრძელდება, მაშინ ეს გამოიწვევს ქაოსს საერთაშორისო ურთიერთობებში", - ნათქვამია კრემლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, 14 აპრილს აშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის ობიექტებზე რაკეტული იერიში მიიტანეს. მთლიანობაში ასზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. რუსეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გაშვებული 103 რაკეტიდან 71 ჩამოაგდეს.

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

საფრანგეთის ფინანსთა მინისტრი: შეერთებულ შტატებთან სავაჭრო ომი უკვე დაიწყო

29 წუთის წინ

მინისტრმა აღნიშნა, რომ ასეთი კონფლიქტი მსოფლიო ეკონომიკურ ზრდას საფრთხეს უქმნის. "ოცეულის ჯგუფიდან“ ყველას ესმის, რომ სავაჭრო ომი რეალობაა და გლობალური ზრდის რისკი არსებობს", - ციტირებს სააგენტო მინისტრის სიტყვებს. საფრანგეთის...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080