გურამ დოჩანაშვილი ფოთის საპატიო მოქალაქედ გახდა

გურამ დოჩანაშვილი ფოთის საპატიო მოქალაქედ გახდა

ფოთში, რამდენიმე წუთის წინ, ქალაქის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. სხვადასხვა სფეროში მოღვაწე 10 წარმატებული ადამიანი, მერმა გოჩა კურდღელიამ და და საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი კაკულიამ დააჯილდოვეს. ადგილობრივებთან ერთად, საპატიო მოქალაქის წოდება, თანამედროვე ქართველ კლასიკოს მწერალს, გურამ დოჩანაშვილს და ქორეოგრაფ-ქორეოლოგს, მსოფლიო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატს, რეზო ჭანიშვილს მიანიჭეს

დაჯილდოების ცერემონიალი ქალაქის დღესასწაულთან დაკავშირებით, სიმბოლურად ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან გაიმართა.

"ქალაქ ფოთს და ფოთელებს ვულოცავ ამ დიად დღეს , ასევე ვულოცავ მთელ საქართველოს.ეს არის ჩვენთვის ყველასთვის საამაყო ქალაქი. აქ დიდი მამულიშვილები არიან დაბადებულები,აღზრდილები. მათ დიდი წვლილი შეჰქონდათ საქართველოს კეთილდღეობაში და ამ დღის საზეიმო აღნიშვნა ხელს შეუწყობს ქალაქის განვითარებას.უღრმესი მადლობა მოწვევისთვის და ჯილდოსთვის“-განაცხადა გურამ დოჩანაშვილმა.

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040