ბოლივიის პრეზიდენტი: აშშ მსოფლიოსთვის და დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

ბოლივიის პრეზიდენტი: აშშ მსოფლიოსთვის და დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს

"აშშ მსოფლიოსთვის და დემოკრატიისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენს", - ამის შესახებ ბოლივიის პრეზიდენტმა ევო მორალესმა განაცხადა.

მისი თქმით, კაპიტალისტური სისტემა კორუფციის აყვავებას უწყობს ხელს. მორალესმა აგრეთვე გააკრიტიკა აშშ-ის ცალმხრივი სანქციები ვენესუელის წინააღმდეგ და ამ სახელმწიფოში შეჭრის მუქარები. ბოლივიის პრეზიდენტმა ვაშინგტონისგან კუბის ეკონომიკური და ფინანსური ბლოკადის მოხსნა მოითხოვა. გარდა ამისა, მორალესმა კუბისთვის ოკუპირებული ტერიტორიების დაბურნება და გუანტანამოში განლაგებული აშშ-ის სამხედრო-საზღვაო ბაზის მოშორება მოითხოვა.

მან განაცხადა, რომ სამხრეთ ამერიკული რეგიონი ვინმეს უკანა კარს არ წარმოადგენს.

"ჩვენ გვინდა, რომ მსოფლიო წესრიგი დამყარებული იყოს სოლიდარობაზე, თანასწორობაზე, სოციალურ სამართლიანობაზე, ადამიანის უფლებების პატივისცემაზე, მშვიდობაზე, განვითარებაზე, ჩვენი ერების ინტერესების წარმოდგენასა და კორუფციასთან ბრძოლაზე", - განაცხადა ბოლივიის პრეზიდენტმა.

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

პუტინმა ჰელსინკში ტრამპთან დაგეგმილ შეხვედრაზე დააგვიანა

7 წუთის წინ

საპრეზიდენტოი სასახლეში პუტინის მისვლა ადგილობრივი დროით 13:00 საათზე იგეგმებოდა, თუმცა რუსეთის პრეზიდენტი ჯერ არ ჩასულა. რუსეთის ლიდერი უკვე ფინეთში იმყოფება, მაგრამ პუტინის თვითმფრინავი ნახევარი საათის დაგვიანების შემდეგ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040