სარაკეტო დარტყმების შემდეგ, პუტინმა და ერდოღანმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

სარაკეტო დარტყმების შემდეგ, პუტინმა და ერდოღანმა სირიაში არსებული სიტუაცია განიხილეს

ვლადიმერ პუტინმა და მისმა თურქმა კოლეგამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა 14 აპრილს საღამოს ტელეფონით სირიის სიტუაცია განიხილეს მას მერე, რაც აშშ-მა, საფრანგეთმა და დიდმა ბრიტანეთმა სირიის ობიექტებზე რაკეტები გაუშვეს.

პუტინმა ერდოღანთან საუბრისას ხაზგასმით აღნიშნა, რომ კოალიციის წევრი ქვეყნების მოქმედებები უხეშად არღვევს გაერო-ს წესდებას და საერთაშორისო სამართლის ნორმებს. მხარეები, სირიის სიტუაციის პოლიტიკურად რეგულირების მიზნით, ორმხრივი ურთიერთქმედების გააქტიურებაზე შეთანხმდნენ.

აქამდე პუტინმა ვაშინგტონის, აშშ-ისა და პარიზის ქმედებას აგრესია უწოდა. მისი თქმით, ამ ქვეყნებმა აგრესია განახორციელეს იმ სახელმწიფოს მიმართ, რომელიც ტერორიზმთან ბრძოლის მოწინავე ფლანგზე იმყოფება.

ცნობისთვის, 14 აპრილს აშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის ობიექტებზე რაკეტული იერიში მიიტანეს. მთლიანობაში ასზე მეტი რაკეტა იქნა გაშვებული. რუსეთის გენერალურ შტაბში აცხადებენ, რომ გაშვებული 103 რაკეტიდან 71 ჩამოაგდეს.

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

2 წუთის წინ

მათი ცნობით, სტიქია ჩუნმინის რაიონში მძინვარებს. ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 28 მ / სთ აღწევს. შანხაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ტაიფუნის გამო სანაპირო ზონიდან 1905 ადამიანია ევაკუირებული. ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080