ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების შემუშავების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაში

ეკა ბესელიამ მონაწილეობა მიიღო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების შემუშავების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაში

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ, მონაწილეობა მიიღო საკონსტიტუციო სასამართლოს მარეგულირებელი კანონმდებლობის ცვლილებების შემუშავების მიზნით გამართულ სამუშაო შეხვედრაში, რომელიც ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის (EU4Justice ∙ Judiciary Support Project) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის „ევროპულ სტანდარტებთან სამხრეთ კავკასიის სამართლებრივი დაახლოება“ მხარდაჭერით გაიმართა.

შეხვედრა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ გახსნა და სამუშო ჯგუფის წევრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა.

შეხვედრის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს, ასევე: ევროკავშირის სასამართლოს მხარდაჭერის პროექტის მრჩეველმა მართლმსაჯულების საკითხებში ნინი გოგიბერიძემ და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) სამართლის პროგრამის საქართველოს გუნდის ხელმძღვანელმა, შალვა პაპუაშვილმა.

შეხვედრაზე განხილული იყო კონსტიტუციური ცვლილებების გავლენა საკონსტიტუციო სამართალწარმოებაზე და საკონსტიტუციო სამართალწარმოების მომწესრიგებელი კანონმდებლობის ხარვეზები.

საკითხების წარმოდგენის შემდეგ გაიმართა დისკუსია. დღესვე, განისაზღვრა საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის პროცესის დეტალები.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს: პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის, საკონსტიტუციო სასამართლოს, სამეცნიერო სფეროს, სამოქალაქო სექტორისა და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა.

ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს.

თემები:
შსს-მ ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

შსს-მ ფონიჭალასა და ყარაჯალაში 7 ნარკორეალიზატორი დააკავა

1 საათის წინ

"შინაგან საქმეთა სამინისტრო ნარკოდანაშაულის წინააღმდეგ შეურიგებელ ბრძოლას აგრძელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052