ფოთი კვირაცხოვლობას, საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

ფოთი კვირაცხოვლობას, საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, ქალაქის დღესასწაულს აღნიშნავს

ფოთში, პირველად ქალაქის დღესასწაული, საკათედრო ტაძრის დღესთან ერთად, კვირაცხოვლობას აღინიშნება. ამ თარიღთან დაკავშირებით დღეს, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, პარლამენტარი სალომე ზურაბიშვილი, ფოთთან დამეგობრებული ქვეყნების წარმომადგენლები და საქართველოს თვითმმათველი ქალაქების მერები ჩამოვიდნენ.

საკათედრო ტაძარში, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა, მეუფე გრიგოლმა, საზეიმო წირვა აღევლინება. ქალაქის სიმბოლოებისა და ჰერალდიკის გამოფენის შემდეგ, სტუმრები კვინტეტ "ურმულისა“ და არჩილ ხორავას ხსოვნისადმი მიძღვნილ კონცერტს დაესწრნენ. კოლხური კულტურის მუზეუმში ქალაქის ისტორიზე ლექცია ჩატარდა. რამდენიმე საათში ნიკო ნიკოლაძის ძეგლთან, 2018 წლის ფოთის საპატიო მოქალაქეების დასახელების ცერემონიალი დაიწყება.

"ფოთის დღეები 2018“ საღამოს "ქუჩის მუსიკოსების" კონცერტით დასრულდება, რომელიც კულტურისა და დასვენების პარკში გაიმართება.

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

ლანჩხუთში 500-მდე ოჯახს სასმელი წყლის პრობლემა მოუგვარდება

8 წუთის წინ

ქალაქის სასმელი წყლის პრობლემების მოგვარების გზები ადგილზე განიხილეს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ გრიგოლ კაციამ და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორმა ეკატერინე გალდავამ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040