ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა

ნაძალადევის რაიონში ხუთი სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაცია დასრულდა. ერთ-ერთი განახლებული მოედანი, რომელიც ზღვის უბნის მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში, 58-ე კორპუსის წინ მდებარეობს, ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ დაათვალიერა.

"ახალგაზრდებში ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია და სპორტული აქტივობებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამ მიზნით, გამგეობა სხვადასხვა ტიპის პროექტებს ახორციელებს. მიმდინარე წელს რეაბილიტირებული ხუთი მოედნიდან სამი ზღვის უბანში მდებარეობს. მე-11 მ/რ-ის მე-3 კვარტალში ფეხბურთისა და კალათბურთის კომბინირებული მოედანი მოვაწყეთ. მიმდებარე ტერიტორიაზე თბილისის მერია მრავალფუნქციურ სპორტულ კომპლექსს აშენებს, რაც მთლიანად ზღვის უბანს კიდევ უფრო განავითარებს“, - განაცხადა ნაძალადევის რაიონის გამგებელმა.

ხუთივე სპორტული მოედნის მოწყობა-რეაბილიტაციისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 193 687 ლარი გამოიყო. წლის ბოლომდე, გამგეობის დაკვეთით, რეკონსტრუქცია კიდევ რამდენიმე მოედანს ჩაუტარდება.

ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

9 წუთის წინ

მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე. როგორც გიორგი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126