მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

მონტენეგროში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს

მონტენეგროში დღეს საპრეზიდენტო არჩევნები დაიწყო, საარჩევნო უბნები ადგილობრივი დორით 7:00 საათზე გაიხსნა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივი დროით დილის 8:00 საათზე ხმა ამომრჩეველთა 3,3%-მა მისცა. ხმის მიცემა ადგილობრივი დროით 21:00 საათზე დასრულდება.

საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მონტენეგროს ყოფილი პრეზიდენტი და მმართველი პარტიის ლიდერი მილო ჯუკანოვიჩიც იღებს. გამარჯვების შემთხვევაში იგი ქვეყნის პრეზიდენტი მეშვიდედ გახდება.

კანდიდატებს შორისაა აგრეთვე პარტია "ნამდვილი მონტენეგროს" ლიდერი მარკო მილაჩინი, რომელიც სერბეთისა და რუსეთის კავშირის მომხრეა, კანდიდატი კოალიცია "დემოკრატიული ფრონტიდან" მლადენ ბოიანიჩი, კანდიდატი "სერბეთის კოალიციიდან" დობრილო დედეიჩი და ერთადერტი ქალი კანდიდატი დრაგინა ვუკსანოვიჩი.

იმ შემთხვევაში, თუ ვერცერთი მათგანი 50%-ს ვერ გადალახავს, 29 აპრილს არჩევნების მეორე ტური ჩატარდება.

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

56 წამის წინ

მათი ცნობით, სტიქია ჩუნმინის რაიონში მძინვარებს. ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 28 მ / სთ აღწევს. შანხაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ტაიფუნის გამო სანაპირო ზონიდან 1905 ადამიანია ევაკუირებული. ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080