სააკაშვილი: ევროპაში, სადაც ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, საშუალო საბანკო განაკვეთი 11%-ია, საქართველოში კი 25%

სააკაშვილი: ევროპაში, სადაც ცხოვრების დონე ბევრად მაღალია, საშუალო საბანკო განაკვეთი 11%-ია, საქართველოში კი 25%

ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს ეკონომიკაზე საუბრისას, თავის ვიდეოგამოსვლაში აღნიშნა. 

„ევროპაში, სადაც ბევრად უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი არის 11%, თურქეთში მაქსიმუმ 16%, სომხეთში არის 7% და საქართველოში არის 25 %. ბანკები არ თაკილობენ და ყველაზე უფრო დაუცველი მოქალაქეების ხარჯზე აკეთებენ ყველაზე მეტ ფულს. ყოველი მეორე ქართველი პენსიონერი საქართველოში, არის ბანკის მოვალე. ესეიგი ამ მევახშეების მოვალე და ხშირ შემთხვევაში, პენსიონერების ეფექტური განაკვეთი საბანკო დავალიანების, შეადგენს 44 %-ს. ესეიგი ყველაზე ღატაკ ფენას, ჩვენი საზოგადოების, ყველაზე დაუცველს, დამშეულს, მშიერ ადამიანებს, რომლებსაც არ აქვთ წამლის ფული, პურის ყიდვის ფული, სამაგიეროდ, აქვს ბანკის ვალი და ყველაზე მაღალი პროცენტი ბანკებისგან არის დადებული სწორედ ამ მოქალაქეებზე მევახშეების მხრიდან. ასეთი რაღაცა არ არის სხვაგან არსად მსოფლიოში“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მაჭავარიანი: არავისი მეშინია, მაქვს ჩემი მოწიწება, შიში, რისი რწმენაც მამოძრავებს და აზრს აძლევს ცხოვრებას

მაჭავარიანი: არავისი მეშინია, მაქვს ჩემი მოწიწება, შიში, რისი რწმენაც მამოძრავებს და აზრს აძლევს ცხოვრებას

30 წამის წინ

პარლამენტის უმრავლესობის წევრმა ომბუდსმენს მის მიერ წარმოდგენილ ანგარიშთან დაკავშირებით მიმართა და განაცხადა, რომ ის და ობუდსმენი არასდროს ყოფილან თანამოაზრეები, თუმცა მან სახალხო დამცველი პოსტზე ნინო ლომჯარიას კანიდიდატურას მხარი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126