100 ათას კაციანი საპროტესტო გამოსვლები უნგრეთში

100 ათას კაციანი საპროტესტო გამოსვლები უნგრეთში

გუშინ, უნგრეთში დასრულებული საპარლამენტო არჩევნების მე-6 დღეს, ბუდაპეშტში ორბანის მოწინააღმდეგეთა დაახლოებით 100 ათას კაციანი საპროტესტო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეთა მტკიცებით ორბანის მოწინააღმდეგეები ჭარბობენ მომხრეებს, მაგრამ არასამართლიანმა საარჩევნო სისტემამ მათი დამარცხება განაპირობა. აქციის ორგანიზატორებმა ბიულეტენების ხელახლა გადათვლა და ახალი საარჩევნო კანონის მიღება მოითხოვეს და მომავალ შაბათ-კვირას მორიგი საპროტესტო აქციის ჩატარების შესახებ განაცხადეს.

აღსანიშნავია, რომ წინა თვეში გამართული ორბანის მომხრეთა აქციაც ასეთივე მრავალრიცხოვანი იყო. ორბანი მკვეთრი ევროსკეპტიკია და საარჩევნო კამპანიის პერიოდში მის მიერ გაკეთებულმა პოპულისტურმა დაპირებებმა მიგრანტებთან დაკავშირებით ევროკავშირის პოლიტიკის მიუღებლობის, აგრეთვე მიგრანტთა დახმარებაზე მომუშავე, ძირითადად, საზღვარგარეთიდან დაფინანსებულ არსამთავრობო ორგანიზაციების შემზღუდავი კანონების მიღების დაპირებამ (იხ. "უნგრეთის პრემიერმა არასამთავრობოების საქმიანობის შემზღუდველი კანონპროექტი მოამზადა", აიპრესი, 19 იანვარი, 2018), ერთი მხრივ და არსებულმა საარჩევნო სისტემამ, მეორე მხრივ, მნიშვნელოვნად განაპირობა ორბანის გამარჯვება. მისმა პარტიამ პროპორციული სიით 43 მანდატი მოიპოვა 93-დან, მაგრამ ერთმანტიან ოლქებში დიდი უპირატესობით გამარჯვებამ ( ბუდაპეშტის გარეთ არსებული 88 ოლქიდან 85, ხოლო ბუდაპეშტის 18 ოლქიდან 6 მანდატი), უზრუნველყო საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება. (იხ. "უნგრეთის პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი: ჩვენ გავიმარჯვეთ!", აიპრესი, 09 აპრილი 2018)

მოსალოდნელი დემონსტრაციების პერსპექტივაზე კითხვას ორბანმა მარტივად უპასუხა: "ჩვენ გავიმარჯვეთ. ესაა მთავარი".

დედაქალაქში უამრავი პოლიციელი, მათ შორის ოფიცერთა შემადგენლობიდან, იყო მობილიზებული, თუმცა დემონსტრაციას, რომლის მონაწილეთა დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენდნენ, მშვიდობიანი ხასიათი იყო. დემონსტრაციასი ორბანის მოწინააღმდეგე პარტიების და მოძრაობების უმეტესობა, მათ შორის, მეორე ადგილზე გასული ულტრამემარჯვენე "მოძრაობა უკეთესი უნგრეთისთვის" მონაწილეობდა.

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

შანხაიში ტაიფუნი მძინვარებს

1 წუთის წინ

მათი ცნობით, სტიქია ჩუნმინის რაიონში მძინვარებს. ტაიფუნის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე 28 მ / სთ აღწევს. შანხაის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, ტაიფუნის გამო სანაპირო ზონიდან 1905 ადამიანია ევაკუირებული. ისინი თავშესაფრებში გადაიყვანეს...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080