3 ჯილდო - ქართველი მოსწავლე გოგონების წარმატება ევროპის მათემატიკის ოლიმპიადაზე

3 ჯილდო - ქართველი მოსწავლე გოგონების წარმატება ევროპის მათემატიკის ოლიმპიადაზე

ფლორენციაში 9-15 აპრილს მოსწავლე გოგონათა შორის ევროპის მათემატიკური ოლიმპიადა ჩატარდა. მასში ევროპის 37 და აშშ, კანადის, ბრაზილის, მექსიკის, ავსტრალიის, იაპონიის, ინდოეთის, ისრაელის, საუდის არაბეთის, ტუნისის და სხვა, სულ 52 ქვეყნის გუნდის 195 მოსწავლე გოგონა მონაწილეობდა.

საქართველოს ნაკრები ოლიმპიადაზე კომაროვის სკოლა-პანსიონის მოსწავლეებმა - თამარ კორკოტაშვილმა, თინათინ ქოქოშვილმა, ანა ონოფრიშვილმა და მზია აბჟანდაძემ წარადგინეს და მათ საერთო ჩათვლაში ევროპის ქვეყნებს შორის მე-15 შედეგი აჩვენეს.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ორმა მათგანმა - თამარ კორკოტაშვილმა და ანა ონოფრიშვილმა ვერცხლის მედლები დაიმსახურეს, მზია აბჟანდაძე კი წამახალისებელი დიპლომით დაჯილდოვდა.

აღსანიშნავია, რომ ამ ოლიმპიადამდე ცოტა ადრე, მარტში, კომაროველმა მოსწავლეებმა რუმინეთში გამართულ ინფორმატიკის საერთაშორისო შეჯიბრში ( 190 მოსწავლე 23 ქვეყნიდან) გვასახელეს - ალესანდრე ხოსიაშვილმა ოქროს, ხოლო გიორგი კლდიაშვილმა, ვანო გამეზარდაშვილმა და ნიკოლოზ ბირკაძემ კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს.

შეგახსენებთ, რომ სამი მათგანის შარშან თეირანში გამართულ გამართულ ინფორმატიკის 29-ე საერთაშორისო ოლიმპიადზე გამარჯვების შესახებ აიპორესმა დაუყოვნებლივ ახარა მკითხველს

შეგახსენებთ,  2017  წლის 4 აგვისტოს თეირანში, ინფორმატიკის საერთაშორისო ოლიმპიადზე ქართველმა მოსწავლეებმა ორი ვერცხლი მოიპოვეს 

მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040