თამაშის დასრულების შემდეგ, ნიგერიელმა სტუდენტებმა "საქართველოო ლამაზო" იმღერეს (ვიდეო)

თამაშის დასრულების შემდეგ, ნიგერიელმა სტუდენტებმა "საქართველოო ლამაზო" იმღერეს (ვიდეო)

თბილისის მერის, კახა კალაძის ინიციატივით, ბელიაშვილის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის საპასუხოდ, ამხანაგური საფეხბურთო შეხვედრა გაიმართა. 

მატჩი დედაქალაქში სასწავლებლად ჩამოსულ სტუმრებთან შედგა. მასში მონაწილეობა თბილისის მერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, პარლამენტის და საკრებულოს წევრებმა, ასევე ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა მიიღეს. თამაში ფრედ დასრულდა. თამაშის დასრულების შემდეგ, ნიგერიელმა სტუდენტებმა "საქართველოო ლამაზო" იმღერეს

“ძალიან მიხარია, რომ სპორტი, ფეხბურთი აერთიანებს. რა თქმა უნდა, ის, რაც მოხდა, ძალიან ცუდია, მაგრამ ჩვენი ქალაქი, ჩვენი ქვეყანა არის ტოლერანტული, ამით შეგვიძლია ვიამაყოთ”, - განაცხადა კახა კალაძემ.

შეხვედრა ბელიაშვილის ქუჩაზე იმ საფეხბურთო მოედანზე ჩატარდა, სადაც ინციდენტი მოხდა.

დედაქალაქის მერი ბელიაშვილის ქუჩაზე ინციდენტის მონაწილეებს შორის ამხანაგური მატჩის გამართვის ინიციატივით 10 აპრილს გამართულ მთავრობის სხდომაზე გამოვიდა.

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

16 წუთის წინ

"აბა როგორ შევარყვიოთ, ძვირფასო მეგობრებო?! თუ ერთი ინსტიტუცია მაინც არ მოხვდა ოპოზიციის ხელში და ამ ოპოზიციიდან და მე ამ ოპოზიციიდან ვამჯობინე შედარებით ტოლერანტული, განათლებული და პროფესიონალი, მე მაინტერესესბს, აი უმრავლესობა რომ თავის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072