ჩინეთის საგარეო უწყება სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელებას ეწინააღმდეგება

ჩინეთის საგარეო უწყება სირიაში საჰაერო იერიშების განხორციელებას ეწინააღმდეგება

პეკინი აშშ-სა და მისი მოკავშირეების მიერ სირიაში განხორციელებულ სარაკეტო იერიშებს ნეგატიურად აფასებს. ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა ჰუია ჩუნინმა განაცხადა-ინფორმაცია სამინისტროს ვებგვერდზე გავრცელდა. 

"პეკინი მკაცრად ეწინააღმდეგება ძალის გამოყენებას და სუვერენიტეტის დარღვევას საერთაშორისო ურთიერთობებში. ეს ნებისმიერი სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ გადადგმული ნაბიჯია", - ნათქვამია განცხადებაში.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში აღნიშნავენ, რომ "საკითხის პოლიტიკური გზით მოგვარება ერთადერთი ვარიანტია სირიის საკითხის გადაჭრისთვის".

"ნებისმიერი ცალმხრივი სამხედრო ოპერაცია, ეწინააღმდეგება გაეროს უშიშროების საბჭოს წესდების მიზნებსა და პრინციპებს. ის არღვევს საერთაშორისო სამართლის პრინციპებსა და ნორმებს და კიდევ უფრო გაართულებს სირიის საკითხს. ჩინეთი საერთაშორისო სამართლის ნორმების დაცვას და ამ საკითხის დიალოგისა და მოლაპარაკებების გზით გადაჭრას მოითხოვს ", - განმარტა ჩუნინმა.
პეკინი მიიჩნევს, რომ სირიის ქალაქ დუმაში სავარაუდო ქიმიური თავდასხმის საკითხზე "ყოვლისმომცველი, მიუკერძოებელი და ობიექტური გამოძიება" უნდა ჩატარდეს. 

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

პენტაგონი პუტინის ვაშინგტონში ვიზიტს მხარს უჭერს

11 საათის წინ

"ვფიქრობთ, მოსაზრებების გაცვლა და ორი ქვეყნის ლიდერებს შორის სამართლიანი დისკუსია აუცილებლობას წარმოადგენს", - აცხადებენ პენტაგონში. "ვფიქრობ, ეს ძალიან ნორმალური და პრაქტიკულია", - აცხადებს რუდი. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილე...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080