სააკაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში მაფიის თარეში უნდა დამთავრდეს

სააკაშვილი: საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში მაფიის თარეში უნდა დამთავრდეს

"საქართველოში არ არის ბანკები. ის, რაც საქართველოში არის, ესენი არიან მევახშეები. ესენი არიან კოლექტიური სოლომონ მეჯღანუაშვილები და თანამედროვე ეპოქაში ეს სახელი და გვარი არის ბიძინა ივანიშვილი. სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე", - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. სააკაშვილის მიმართვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა.

მისი თქმით, საქართველოს ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ქვეყანას მართავს საბანკო ოლიგარქიის მეშვეობით. 2012 წლის შემდეგ ბანკების საერთო აქტივები 3-ჯერ გაიზარდა. 2012 წელს იყო 12 მილიარდი ლარი, ახლა 30 მილიარდზე მეტია. ამავე დროს ბანკების სუფთა მოგება 136 მილიონიდან 900 მილიონ ლარამდე გაიზარდა.

აქვე, სააკაშვილი ამბობს, რომ 2012 წელთან შედარებით, ბანკის ოფიციალურ რეესტრში მოვალეთა რიცხვი სამჯერ გაიზარდა. ქვეყანაში მაღალი საბანკო განაკვეთია და ყოველი მეორე პენსიონერი ბანკის მოვალე. 

"საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ საქართველოში უნდა შეიცვალოს ძალაუფლება, ხელისუფლება და საქართველოში უნდა დამთავრდეს მაფიის, მათ შორის, ივანიშვილის საბანკო მაფიის თარეში. პირველი, რაც უნდა მოხდეს ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ახალ საბანკო კრედიტებზე უნდა დაიწიოს საბანკო პროცენტმა ბანკების ზემოგების ხარჯზე. ხოლო ივანიშვილის მიერ მოპარული აქტივების წამოღების ხარჯზე, ჩვენ გავაკეთებთ სიას უსამართლო ვალების და კრედიტების და ეს არის აბსოლუტური უმრავლესობა ვალების, ჩვენ დავაწესებთ ორწლიან მორატორიუმს მათ გასტუმრებაზე და ეს იქნება გარანტირებული სწორედ ივანიშვილისგან წამოღებული ფულით.

ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ, მე თქვენ არასდროს მომიტყუებიხართ, ივანიშვილისგან განსხვავებით. მან უნდა აგოს პასუხი ძარცვაზე, ტყუილებზე და მათ შორის პასუხი უნდა აგოს საკუთარი ქონებით. 

საქართველოში ეს ყველაფერი მოხდება, თუ ჩვენ ყველანი დავირაზმებით, მე მაქვს თქვენი იმედი და თქვენ უნდა გქონდეთ ჩემი იმედი. 

ჩვენ აუცილებლად გვექნება თვისუფალი ქართული ეკონომიკა. ეს ანტიეროვნული პოლიტიკა დასრულდება. ჩვენ გაგვიჩნდება ნამდვილი ბანკები და არა მევახშეები და ხალხის სისხლის მწოველები. მათი დრო საქართველოში დასრულდება, ამის გარანტიას გაძლევთ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040