სააკაშვილი: სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში - ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე

სააკაშვილი: სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში - ივანიშვილი, მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოში მაღალი საბანკო განაკვეთია. ყოველი მეორე ქართველი პენსიონერი კი, ბანკის მოვალეა.

 

"ეს მევახშეები უღმერთო პროცენტებს აწესებენ. ევროპაში სადაც ბევრად უფრო მაღალია ცხოვრების დონე, საშუალო საბანკო განაკვეთი არის 11%, თურქეთში მაქსიმუმ 16%, სომხეთში 7%, საქართველოში კი 25%.

ყველაზე ღატაკ ფენას, ყველაზე დაუცველს, მშიერ ადამიანებს , რომელსაც წამლის და პურის ფული არ აქვს, სამაგიეროდ აქვს ბანკის ვალი. ასეთი რაღაც არ არის არსად მსოფლიოში. 

ცალკე საკითხია როგორ მოითბო ამ ყველაფერზე თანამედროვე მეჯღანუაშვილმა, კერძოდ ბიძინა ივანიშვილმა", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

მისი თქმით, 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ბანკის საერთო კაპიტალი 400 მილიონ ლარს შეადგენდა, ახლა კი 2 მილიარდი ლარია. 

"ე.ი 1 მილიარდ 600 მილიონი გააკეთა თავისი მმართველობის პერიოდში ხალხის გაჭირვებაზე. ყველა დაავალდებულა რომ ანგარიშები გადაიტანონ ქართუ ბანკში. 

საქართველოში ივანიშვილი გარიგდა TBC ბანკთან, რომლის 25 %, როგორც ვიცით, წამოიღო თავად ივანიშვილმა და TBC ბანკთან ერთად, მაგალითად, ახლა ანადგურებს თბილისის ცენტს, გაანადგურა ლაზიკის პროექტი, იმიტომ, რომ რასაც ისინი აკეთებენ ახლა ლაზიკაში, ანაკლიის პორტში, ეს არის იმის საწინააღმდეგო, რაც ჩვენ დავიწყეთ. იქ უნდა დასაქმებულიყო ასობით ათასი მკვიდრი საქართველოსი, მაღალანაზღაურებად სამუშაოებზე და ამათ შექმნეს თავისი ბანკის კერძო კანტორა. 

პრაქტიკულად, სამი ბანკი იღებს ყველაფერს საქართველოში, ივანიშვილი და ივანიშვილთან შეკრული მამუკა ხაზარაძე და ირაკლი რუხაძე. ეს სამი ადამიანია თითოეული თქვენგანის ბიუჯეტის მტერი, ისინი ანადგურებენ საქართველოს ეკონომიკას. ესენი არიან მევახშეები და ისინი შედიან ყველა ბიზნესში -სამშენებლო, სადაზღვევო ბიზნესი. სადაც რაღაც გაფაჩუნდება, ყველგან შედის ბანკი, ადებს ვალს, შემდეგ უნდა ბიზნესმენს თუ არა, რაც არ უნდა წვრილი ბიზნესი იყოს, დაწყებული ბაზრის პატარა მაღაზიიდან და დამთავრებული საამქროთი, სასტუმროთი ან ტურისტული ბიზნესით, ყველაფერი მოაქვთ და ყველაფერს იდებს ჯიბეში. პრაქტიკულად მთელი საქართველო ხდება ამ მევახშის და მასთან შეკრული მევახშეების საკუთრება. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვპარავენ მომავალს, გვძარცვავენ თავხედურად, სინდისის გარეშე, ახლა ისინი იწყებენ ე.წ. საპენსიო რეფორმას და ეს არის ივანიშვილის მორიგი აფიორა, იმისათვის რომ ფული გადადინდეს ბანკების ჯიბეებში, და ეს მთავარი მევახშე სხვა მევახშეებთან ერთად ვალებში ამოგვხდის სულს თუ ამის საშუალება მივეცით. ეს ყველაფერი უნდა დამთავრდეს და ჩვენ არ გვაქვს ბევრი დრო. ჩვენ ეს უნდა დავამთავროთ საპრეზიდენტო არჩევნების კვალდაკვალ", - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა. 

მიხეილ სააკაშვილის ეს მიმართვა "ნაციონალურმა მოძრაობამ" გაავრცელა. 

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072