ისნის რაიონში მარათონი - "ვირბინოთ მომავლისკენ" გაიმართა

ისნის რაიონში მარათონი - "ვირბინოთ მომავლისკენ" გაიმართა

თბილისის საკრებულოს ისნის რაიონის მაჟორიტარი წევრის ნინო ლაცაბიძის ინიციატივით და რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების მონაწილეობით პირველი მასშტაბური სპორტული აქტივობა, მარათონი - „ ვირბინოთ მომავლისკენ“ გაიმართა. ინფორმაციას დედაქალაქის საკრებულოს პრესსამსახური ავრცელებს.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, რაიონის ახალგაზრდები ცხოვრების ჯანსაღ წესს ირჩევენ, რითაც მრავალი დაავადების პრევენციაა შესაძლებელი.

"მომავალში კიდევ სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებს ვგეგმავთ. აღნიშნული მარათონი ყოველწლიურად გაიმართება და გამარჯვებულის თასი გარდამავალი იქნება. 

ჩვენი უბნის ახალგაზრდები და ადგილობრივი კომპანიები ამ ღონისძიების ორგანიზებაში უშუალოდ იყვნენ ჩართულები’’,-განაცხადა დეპუტატმა.

მარათონში გამარჯვებულები მედლებით, სიგელებით და სამახსოვრო საჩუქრებით დაჯილდოვდნენ, ხოლო პირველ ადგილზე გასულს ლაშა ღონღაძეს კი გარდამავალი თასი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით მათიკაშვილმა გადასცა. 

მარათონმა, რომელიც დეველოპერული კომპანიის -AS Georgia - დირსი , სპორტ კომპლექსის, „ფიტნეს 31“, „რედბულის“, ბარის „კაქტუსი“ და წყალი „ბაკურიანის პარტნიორობით გაიმართა, სტარტი ბერი გაბრიელ სალოსის გამზირიდან აიღო და დირსის უბანში დასრულდა.

მარათონს თბილისის საკრებულოს სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე გიორგი ჩაკვეტაძე და საქართველოს პარლამენტის წევრი ვანო ზარდიაშვილი ესწრებოდნენ.


 

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

11 წუთის წინ

მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე. როგორც გიორგი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126