პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღვაწლმოსილი ფილოლოგები და 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა დედაენის დღესთან დაკავშირებით ღირსების ორდენებით დააჯილდოვა ღვაწლმოსილ ფილოლოგები და პროფესორები გრივერ ფარულავა, შუქია აფრიდონიძე, დამანა მელიქიშვილი, ლაურა გრიგოლაშვილი და 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობის მონაწილე თამარ ჩხეიძე. ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

დაჯილდოების ცერემონია დღეს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დედაენის დღესთან დაკავშირებით გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე შედგა და გიორგი მარგველაშვილმა ჯილდოები დამსახურებულ ფილოლოგებსა და პროფესორებს თავად გადასცა.

საქართველოს სახელმწიფო ჯილდოები პროფესორებს სახელმწიფო ენის შენარჩუნების, ენის, როგორც უწყვეტი სააზროვნო პროცესის ჩამოყალიბებისა და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ხელშეწყობისათვის, ასევე, ქართული ენის პოპულარიზაციისა და ახალგაზრდობის განათლების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის გადაეცათ.

საქართველოს პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალში მათი მოწაფეების მონაწილეობით მათი ღვაწლი გაძლიერდება, რომლის საფუძველიც უკვე შექმნილია უნივერსიტეტში.

საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილებით, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების თავმჯდომარის თამარ ჩხეიძის დამსახურება, ღირსების ორდენით, ქართული ენის დასაცავად 1978 წლის 14 აპრილის სახალხო მოძრაობაში აქტიური მონაწილეობისა და ქართული ენის კონსტიტუციური სტატუსის შენარჩუნებაში შეტანილი წვლილისათვის აღინიშნა.

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

გიორგი ტყემალაძის ინიციატივით, 107-ე სკოლის მოსწავლეებს ტექნოპარკში უმასპინძლეს

11 წუთის წინ

მოსწავლეებისთვის საინფორმაციო ტური გაიმართა, რა დროსაც მათ ფაბლაბები დაათვალიერეს. გარდა ამისა, მოსწავლეები 3D მოდელირების და ბეჭდვის სპეციფიკას გაეცნენ და თავად ნახეს თუ როგორ იქმნება მარტივი 3D მოდელი და იბეჭდება პრინტერზე. როგორც გიორგი...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126