ხელვაჩაურში თურქეთის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

ხელვაჩაურში თურქეთის მოქალაქე საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ მურმანეთში, თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ბრალდებით დააკავეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით,  ბრალდებულმა, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, თურქეთის რესპუბლიკიდან საქართველოს მიმართულებით, უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ის 344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლების მიერ, პირველი სამმართველოს (ბათუმი) N1 სასაზღვრო სექტორის (სარფი) დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ღონისძიების შედეგად, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით, თურქეთის რესპუბლიკის კიდევ ერთი მოქალაქეა დაკავებული.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებული, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ცდილობდა.

გამოძიება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 19-344-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

დაკავებულების მიერ ჩადენილი დანაშაული ჯარიმას ან 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

ომბუდსმენი: პატიმართა შორის ძალადობა და არაფორმალური მმართველობა ციხეში გამოწვევად რჩება

2 საათის წინ

"ე.წ. ზონები, რომელიც დღეს საქართველოში გვაქვს და არ იძლევა პატიმრების სათანადოდ მეთვალყურეობის შესაძლებლობას, არის ერთ-ერთი მთავარი საფუძველი ამ გამოწვევების,  სახალხო დამცველის რეკომენდაციაა, პენიტენციალურ სისტემაში განხორციელდეს...

USD 2.4546
EUR 2.8520
GBP 3.1981
TRY 0.5126