კალაძე: არასამთავრობოები ფეხბურთელებს აშანტაჟებენ, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიიღონ

კალაძე: არასამთავრობოები ფეხბურთელებს აშანტაჟებენ, რომ თამაშში მონაწილეობა არ მიიღონ

ბელიაშვილზე მომხდარი ინციდენტის შემდეგ, დედაქალაქის მერი კახა კალაძე გამოვიდა ინიციატივით, რომ საქართველოში სასწავლებლად ჩამოსულ აფრიკელ სტუდენტებსა და ადგილობრივებს შორის ამხანაგური მატჩი მოეწყოს.

როგორც კახა კალაძე აცხადებს, გარკვეული არასამთავრობო ორგანიზაციები ფეხბურთელებს უკრეკავენ და აშანტაჟებენ, რომ ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღონ. 

თუმცა, დედაქალაქის მერი ამბობს, რომ ეს თამაში მაინც შედგება. 

"სამართლებრივი მხარე რაც არის, ის რა თქმა უნდა გაგრძელდება და გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მოხდა, ვინ იყო დამნაშავე, რათა პასუხი აგოს. მაგრამ, სამოქალაქო ინიციატივას ვერავინ და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს და ვერ შეაჩერებს, რაც არ უნდა იზრუნონ იმ ადამიანებმა, ვინც ეწინააღმდეგება ზოგადად ქვეყნის განვითარებას, ჩვენს სარწმუნოებას, ჩვენს მამულს, ენას. ვერაფერი ამ ყველაფერს ვერ შეაჩერებს", - აღნიშნა კახა კალაძემ. 

ცნობისთვის, საფეხბურთო მატჩი 14 აპრილს არის დაგეგმილი. მასში მონაწილეობას კახი კალაძეც მიიღებს. 

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

თაკო ჩარკვიანი: ხშირად მეუბნებიან ხოლმე, ქალბატონო თაკო, შევარყიოთ ეს სისტემა

16 წუთის წინ

"აბა როგორ შევარყვიოთ, ძვირფასო მეგობრებო?! თუ ერთი ინსტიტუცია მაინც არ მოხვდა ოპოზიციის ხელში და ამ ოპოზიციიდან და მე ამ ოპოზიციიდან ვამჯობინე შედარებით ტოლერანტული, განათლებული და პროფესიონალი, მე მაინტერესესბს, აი უმრავლესობა რომ თავის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072