ხოშტარია: ოჯახში ძალადობისას ორდერის გამოწერის ნაცვლად, პირი 48 საათით უნდა დააკავონ

ხოშტარია: ოჯახში ძალადობისას ორდერის გამოწერის ნაცვლად, პირი 48 საათით უნდა დააკავონ

ოჯახში ძალადობის დროს პოლიციის გამოძახებისას შემაკავებელი ორდერის გამოწერის ნაცვლად პირი 48 საათით უნდა დააკავონ,- "ევროპულმა საქართველომ" ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ახალი ინიციატივა გააჟღერა.

პარტიის წევრის ელენე ხოშტარიას განცხადებით, "ევროპული საქართველო" მზად არის, ითანამშრომლოს ყველა პარტიასთან და ცვლილება დაჩქარებულ რეჟიმში მიიღონ.

"48 საათში შევძლებთ რეალურ განრიდებას შესაძლო მოძალადის ოჯახისგან და ქალებისგან. ეს 48 საათი არის ყველაზე მეტი საფრთხის შემცველი შესაძლო მოძალადეებისთვის. ამის შემდეგ საქმეში ჩაერთვება სასამართლო და საკითხი სრულყოფილად იქნება განხილული. ამით შევძლებთ შემაკავებელი ორდერი იყოს არა მხოლოდ ფურცელი, რომელსაც არაფრად აგდებენ მოძალადეები, არამედ რეალური დაცვა და განრიდება მოხდეს ქალების მოძალადეებისგან" - აღნიშნა ელენე ხოშტარიამ.

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

თაკო ჩარკვიანი: მე პარტია "ნაციონალურ მოძრაობას" ხმას არ ვაძლევ!

12 საათის წინ

"400 000 ამომრჩეველი რომ ჰყავს იმ "ნაციონალურ მოძრაობას", რომელსაც მე ხმას არ ვაძლევ და მეტს გეტყვით, ამ ხელისუფლების მოყვანაში, ჩემი როგორც ერთი მოქალაქის დიდი წვლილი იყო. მე მიხეილ სააკაშვილისთვის ხმა არ მიმიცია. მთელი ამდენი ხნის...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072