საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში იერიშების განხორციელების ვიდეო გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში იერიშების განხორციელების ვიდეო გამოაქვეყნა

საფრანგეთის თავდაცვის სამინისტრომ სირიაში სარაკეტო იერიშების განხორციელების ვიდეო გამოაქვეყნა, რომელიც ღამითაა გადაღებული და ერთ-ერთი მრავალმხრივი ფრეგატი ჩანს. ვიდეო უწყების Twitter-ის გვერდზე გავრცელდა.

„სამიზნე-სირიის რეჟიმის ქიმიური იარაღის წარმოების ცენტრია", - ნათქვამია ვიდეოში.

კადრებში ჩანს საკონტროლო ცენტრი და იერიშების განხორციელება.

ცნობისთვის, შაბათს, 14 აპრილს, ღამით აშშ-მა, დიდმა ბრიტანეთმა და საფრანგეთმა სირიის სამთავრობო ძალების პოზიციებზე იერიშები მიიტანეს. როგორც გენერალური შტაბის უფროსმა ჟოზეფ დანფორდმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, თავდასხმები დამასკოს სამეცნიერო ცენტრზე, ქიმიური იარაღის საწყობსა და ერთ-ერთ სამიზნეზე განხორციელდა.
ოფიციალურ დამასკოში აცხადებენ, რომ იერიშების შედეგად სამეცნიერო ცენტრის შენობის კომპლექსი დაზიანდა.

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

კიმ კარდაშიანმა 5 წუთში 5 მილიონი დოლარი გამოიმუშავა

13 წუთის წინ

37 წლის ტელევარსკვლავის ახალი სუნამოს სერიაში სამი არომატი შევიდა: Kimoji Cherry, Kimoji Peach და Kimoji Vibes. ამასთან, კარდაშიანს ერთი დოლარიც კი არ დაუხარჯავს თავისი სუნამოების რეკლამისთვის, თუმცა თაყვანისმცემლებში აჟიოტაჟი გამოიწვია. მის მიერ გაკეთებული...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072