ოზურგეთში ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა "ლიბერთი ბანკის" ფეი ექსპრესი გაძარცვეს

ოზურგეთში ნიღბიანმა, შეიარაღებულმა პირებმა "ლიბერთი ბანკის" ფეი ექსპრესი გაძარცვეს

 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხემლისხიდში შეიარარებულმა, ნიღბიანმა პირებმა ,,ლიბერთი ბანკის " ფეი ექსპრესი გაძარცვეს.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, შემთხვევა ათეული ადამიანის თვალწინ მოხდა, როცა ისინი პენსიას იღებდნენ. ბოროტმოქმედებმა მოლარეს ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით თანხა გამოძალეს. შემდეგ ერთ-ერთი პენსიონერის მანქანა გაიტაცეს და იმით წავიდნენ.

"თანხა მოგვეცით, არ გაინძრეთ და არ გესვრით, ისტერიულად ყვიროდნენ მძარცველები, მერე კი თანხასთან ერთად მანქანაც გაიტაცეს"- აცხადებენ თვითმხილველები. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

"აიპრესი" დაუკავშირდა შსს-საც, სადაც გაგვიცხადეს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულ ფაქტზე კომენტარს ვერ გააკეთებენ.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

5 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072