კობახიძე: ჯერ კიდევ არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც შეცდომა დაუშვეს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს

კობახიძე: ჯერ კიდევ არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც შეცდომა დაუშვეს, რომ თანამშრომლობა გაგრძელდეს

„არიან დეპუტატები, რომელებმაც დაუშვეს შეცდომები. ამ შეცდომებზე საუბარი მნიშვნელოვანია. საჭიროა ყველაფრის შეფასება. ამის საფუძველზე, მე ვფიქრობ, რომ ჯერ კიდევ არის რესურსი ბევრ დეპუტატთან, მათ შორის რომლებმაც დაუშვეს შეცდომები, იმისათვის, რომ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა გაგრძელდეს“,- აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, შეთანხმების საფუძველზე დისციპლინურ საკითხებთან დაკავშირებით დაიწერება წესები და უახლოეს დღეებში, ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია.

„რაც შეეხება დისციპლინის საკითხებს, ჩვენს საერთო შეხვედრაზე მარტივად გადაწყდა, რომ უნდა დაიწეროს წესები. ამ წესებზე მიდის შეთანხმება და დასრულდება ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში. ამ წესებს ჩვენ, რა თქმა უნდა, უმრავლესობის ფორმატშიც განვიხილავთ, და ამის საფუძველზე გაგრძელდება მუშაობა ძალიან კონსტრუქციულად და მშვიდად საპარლამენტო უმრავლესობაში.

წესები უნდა იყოს დაცული თითოეული დეპუტატის მიერ. ეს არის ის წესები, რომელსაც წესით, დაწერა არც სჭირდება, თუმცა, ჩვენ ვნახეთ, რომ ამ დღეების განმავლობაში ეს წესები, სამწუხაროდ, არაერთგზის დაირღვა. თუ არ არის საკმარისი დაუწერელი წესები, ეს წესები უნდა დავწეროთ.

კონკრეტული დეპუტატები უშვებენ შეცდომებს, რაც არის სამწუხარო მოვლენა, თუმცა აქვე კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რომ ეს ყველაფერი უახლოეს დღეებში აუცილებლად მოწესრიგდება.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, დავით ჭიჭინაძის განცხადების კომენტირება მე ნამდვილად არ მინდა. დავით ჭიჭინაძის განცხადება თვითონ არის თავისი თავის კომენტარი, მე ასე ვიტყოდი.

უახლოეს დღეებში, შეიძლება შაბათ-კვირასაც, გვექნება შეხვედრა. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ყველამ უნდა შეინარჩუნოს სიმშვიდე და ძალიან მარტივად მოგვარდება ის მცირე პრობლემები, რომლებიც არის დღეს“,-განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

9 წუთის წინ

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052