კახა ბექაური: "ფრიდომ ჰაუსმა" მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა

კახა ბექაური: "ფრიდომ ჰაუსმა" მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა

"ფრიდომ ჰაუსმა" მედიაში არსებული რეალობა არარეალურად აღწერა” - ამის შესახებ კომუნიკაციების ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ, კახა ბექაურმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

"მესმის, რომ ეს გამოწვეულია იმ საინფორმაციო წყაროებით, რომლებმაც ინფორმაცია მიაწოდეს, ესენი არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც დაინტერესებული იყვნენ, რომ ტყული ეთქვა “ფრიდომ ჰაუსისთვის” იმ მედია გარემოს შესახებ, რომელიც დღეს არსებობს და რომელიც ასეთი ლიბერალურია. იმედია “ფრიდომ ჰაუსი” დაფიქრდება და კითხვებს დასვამს, რატომ არის ეს დასკვნა არარეალური. იქ ძალიან დიდი ცდომილებებია, მათ შორის, საზოგადოებრივი მაუწყებლის ნაწილში. წერენ, რომ შეწყვიტეთ პარლამენტის სხდომების ტრანსლირება, რაც არ არის სიმართლე და არ ეპატიება ასეთი დონის ორგანზიაციას, იმედია, ის დაინტერესდება და გადაამოწმებს ამ ინფორმციებს” - აღნიშნა კახა ბექაურმა. 

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

კალაძე: მორიგი ტრაგედია დატრიალდა მაღაროელების ქალაქში... მორიგი მსხვერპლი, დაშავებულები...

2 საათის წინ

"ვიზიარებ დაღუპულთა ოჯახების ტრაგედიას, ვგლოვობ თითოეულ შეწყვეტილ სიცოცხლეს და ჩემი დღევანდელი პოზიციიდან ძალისხმევს არ დავიშურებ, რომ ჩემი წვლილი შევიტანო შრომის უსაფრთხოების სწორი და საჭირო სტანდარტების ერთხელ და საბოლოოდ...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040