25 წლის გოგო მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შსს-ში მივიდა და საფრთხის შესახებ განაცხადა

25 წლის გოგო მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე შსს-ში მივიდა და საფრთხის შესახებ განაცხადა

ვაკეში მომხდარ მკვლელობაზე შსს განცხადებას ავრცელებს.

"შინაგან საქმეთა სამინისტრო მიმდინარე წლის 13 აპრილს ვაკეში მომხდარ, 1993 წელს დაბადებული თ.გ.-ს განზრახ მკვლელობის ფაქტზე ინტენსიურ საგამოძიებო მოქმედებებს ახორციელებს. უკვე დადგენილია დანაშაულის ჩამდენი პირის ვინაობა და მის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები. მკვლელობამდე რამდენიმე საათით ადრე, მოკლული თ.გ. და დედამისი პოლიციის განყოფილებაში გამოცხადდნენ და ამ უკანასკნელის მიმართ შემაკავებელი ორდერის გამოწერა ითხოვეს, რასაც პოლიციის მხრიდან მოჰყვა შესაბამისი რეაგირება.

თ.გ.-მ პირადი საქმეების გამო, პოლიციის შენობა მარტომ, დედაზე ადრე დატოვა.

პოლიციაში მკვლელობის შესახებ შეტყობინება ორდერის გამოწერიდან მალევე შევიდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სამართალდამცველებს თ.გ. უკვე გარდაცვლილი დახვდათ", - ნათქვამი შსს-ს განცხადებაში.

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

ბათუმის სასამართლომ მინდია ლავასოღლის აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

5 საათის წინ

მოსამართლემ არ გაითვალისწინა ადვოკატების შუამდგომლობა გირაოს თაობაზე და ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით დაკავებულ 10-ივე პირს პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილებას დარბაზში დაკავებულთა ახლობლების უკმაყოფილება მოჰყვა.

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072