"კოპენჰაგენის დეკლარაციაში" სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ საქართველოს ინიციატივები აისახა

"კოპენჰაგენის დეკლარაციაში" სტრასბურგის სასამართლოს რეფორმირების პროცესის შესახებ საქართველოს ინიციატივები აისახა

იუსტიციის მინისტრი მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს, რომელიც დანიაში იმართება.

ფორუმის თემა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის წინაშე არსებული გამოწვევებია და მას ევროსაბჭოს წევრი სახელმწიფოების იუსტიციის და საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ტორბიორნ იაგლანდი, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი მიშელ ნიკოლეტი, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეზიდენტი გვიდო რაიმონდი, ევროსაბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარი დუნია მიატოვიჩი, ასევე, ამ სფეროში მოღვაწე საერთაშორისო მისიებისა და ორგანიზაციების უმაღლესი პირები ესწრებიან.

მთლიანობაში, საერთაშორისო კონფერენციაში 22 ქვეყნის მინისტრი მონაწილეობს. მათ შორისაა ფინეთის, საფრანგეთის, ისლანდიის, გერმანიის, ლუქსემბურგის და სხვა ქვეყნის მინისტრები. კონფერენციის მიზანი სტრასბურგის სასამართლოს და მისი ეფექტურობის წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობაა.

კონფერენციამ მუშაობა „კოპენჰაგენის დეკლარაციის“ მიღებით დაასრულა, რომელიც ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის სისტემის რეფორმის გაგრძელებაა. რეფორმირების პროცესი 2010 წელს ინტერლაკენში (შვეიცარია) დაიწყო და მას შემდეგ მაღალი დონის კონფერენციები რეფორმირების პროცესზე ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება.

 

მნიშვნელოვანია, რომ საქართველო აქტიურად იყო ჩართული კოპენჰაგენის დეკლარაციის ტექსტზე მუშაობის პროცესში და დოკუმენტში ჩვენი ქვეყნის მხრიდან არაერთი ინიციატივაა ასახული. მათ შორისაა: სახელმწიფოთაშორისი დავების განხილვის არსებული მოდელის გაძლიერება; სახელმწიფოების თანამშრომლობის გაძლიერება სასამართლოს გადაწყვეტილებების ეფექტურად აღსრულების მიზნით; სტრასბურგის სასამართლოს მოსამართლის არჩევის პროცედურის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა; სტრასბურგის სასამართლოს მიერ წევრი სახელმწიფოების შიდა სასამართლოების გადაწყვეტილებების პატივისცემის საკითხი და სხვ. აღსანიშნავია, რომ პარტნიორ სახელმწიფოებთან საქართველოს ეფექტური კოორდინაციის შედეგად დეკლარაციის პირვანდელი ტექსტიდან ამოღებულ იქნა რუსეთის ფედერაციის ინიციატივა სახელმწიფოთაშორისი დავების განსახილველად სპეციალური ორგანოს შექმნის თაობაზე, რაც დაასუსტებდა სტრასბურგის სასამართლოს როლს და შესაძლოა, გავლენა მოეხდინა საქართველოს მიერ ინიცირებული რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე 2 სახელმწიფოთაშორის დავაზე.

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

"ქართული ოცნების" სათაო ოფისში სავარაუდოდ მთავრობის სტრუქტურულ ცვლილებებზე იმსჯელებენ

35 წუთის წინ

მათივე ცნობით, შეხვედრას არ დაესწრება პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.  შეგახსენებთ, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. სწორედ ამას უკავშირდება "ოცნების" შეხვედრა. 

USD 2.4579
EUR 2.8357
GBP 3.2267
TRY 0.5167