ფოფხაძე:კენჭისყრის წინა დღეს უმრავლესობის სხდომაზე შევჯერდით,კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით

ფოფხაძე:კენჭისყრის წინა დღეს უმრავლესობის სხდომაზე შევჯერდით,კაკაბაძეს მხარს არ დავუჭერდით

ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გედევან ფოფხაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. 

"ჩემთვის საკითხს არ აქვს არსებითი მნიშვნელობა, რამაც გამოიწვია აზრთა სხვადასხვაობა. საკითხია არის შემდეგში, რომ წინა დღეს გვქონდა უმრავლესობის სხდომა, სადაც გარკვეული პოზიციები შეჯერდა. სხდომის პროცესის დროს კი გაჩნდა განსხვავებული აზრი ამ საკითხზე. დირექტივა არ ყოფილა. შინაურ წრეში გამოითქვა მოსაზრება, რომ ეგებ ეს აზრი შევცვალოთ. 

გუნდი არ აპირებდა ნინია კაკაბაძის მხარდაჭერას, ეს არცერთ ოფიციალურ შეხვედრაზე არ დაფიქსირებულა, შემდეგ გაჩნდა მოსაზრება რომ შეგვეცვალა აზრი. ასეთი მოსაზრება რომ გაჩნდეს და აზრი შეიცვალოს, ამაზე არანაირი პრობლემა არ მაქვს. 

არსებობს უმრავლესობის ჩათი, მე იქ საერთოდ არ ვარ. არ მიყვარს ჩათები, მირჩევნია ადამიანებს პირისპირ ვესაუბრო. ჩათი რაღაცის დოკუმენტიც არის, მაგრამ ჩემთვის ის არ არის კომუნიკაციის ფორმა. ამას იმიტომ ვხსნი, რომ ჩემი ინტერესი არ არის ჩემი განსხვავებული აზრის გამო გუნდის, ან საჯარო ინტერესის დაზარალება. ჩემი აზრია, რომ სხვისი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა არ უნდა იყოს წახალისებული პოლიტიკური გადაწყვეტილებით. არ აქვს მნიშვნელობა მართლმადიდებლებზეა საუბარი თუ სხვა მრწამსზე. გუნდის ნაწილში რატომ მიიღეს გადაწყვეტილება დაეჭირათ მხარი არ ვიცი. თუ ჩატარდება უმრავლესობის სხდომა, ამაზეც მოგვიწევს რაღაცა ფორმით საუბარი. ახლა დაიწყო საუბარი უფრო კონცეპტუალურ საკითხებზე. მე არ ვარ წინააღმდეგი რა ვალდებულებები მაქვს, მაგრამ ამავე დროს უნდა ვიცოდე რა უფლებები მაქვს. ჩემი საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება გუნდის წევრებთან ერთად", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040