კობახიძე: მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება "ნაცმოძრაობის" სასურველი სცენარია

კობახიძე: მარგველაშვილის საპრეზიდენტო კანდიდატად დასახელება "ნაცმოძრაობის" სასურველი სცენარია

პარლამენტის თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში გიორგი მარგველაშვილის ოპოზიციის კანდიდატად შესაძლო დასახელება "ნაციონალური მოძრაობის" სასურველი სცენარია".

"მათ სურთ გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ, ბუნებრივია ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ ეს ყველაფერი გააფორმონ, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა. ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოჰყვა, ასევე გიორგი მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება. ეს არის მარტივი სცენარი“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია.

„ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია ჩვენს გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ რაღაცა მონახაზები, გამოკვეთილი კანდიდატები არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც კი რაიმე პროგრესი გვექნება, მაშინვე გაცნობებთ ამის შესახებ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

25 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080