ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძველი, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოვიგოთ

ირაკლი კობახიძე: გვაქვს საფუძველი, საპრეზიდენტო არჩევნები პირველივე ტურში მოვიგოთ

„არც ერთი სცენარით ჩვენ არ გვემუქრება არჩევნების წაგება. პირიქით, ქართულ ოცნებას აქვს ყველანაირი საფუძველი იმისათვის, რომ პირველივე ტურში მოიგოს საპრეზიდენტო არჩევნები. ჩვენ ჩვენს პროგნოზებში არ ვცდებით ხოლმე, ასე მოხდა 2016 წელს, ასე მოხდა 2017 წელს, მათ შორის, როცა საქმე ეხებოდა თბილისის მერის არჩევნებს და ჩვენ ამ პროგნოზში არ შევცდებით არც ახლა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტის კითხვის პასუხად 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილი ოპოზიციის საერთო კანდიდატად შესაძლო დასახელებასთან დაკავშირებით, ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, რომ ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სცენარი.

„ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ სასურველი სცენარი. მათ სურთ გიორგი მარგველაშვილის წარმოდგენა საკუთარ კანდიდატად, ოღონდ, ბუნებრივია ამას შეფუთვა სჭირდება და უნდათ ეს ყველაფერი გააფორმონ, როგორც ერთიანი ოპოზიციური კანდიდატი. ამ სცენარზე მიდის მუშაობა. ეს ვერც დამალეს, თვითონ მიხეილ სააკაშვილმა გააკეთა შესაბამისი განცხადებები. ამ განცხადებას მოჰყვა, ასევე გიორგი მარგველაშვილის შესაბამისი განცხადება. ეს არის მარტივი სცენარი“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართულ ოცნებაში“ საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია.

„ერთგვარი წინასწარი კონსულტაციები დაწყებულია ჩვენს გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატთან დაკავშირებით, თუმცა ჯერ რაღაცა მონახაზები, გამოკვეთილი კანდიდატები არ არსებობს. უნდა გაგრძელდეს კონსულტაციები და ამის საფუძველზე ჩვენ აუცილებლად დავასახელებთ საპრეზიდენტო კანდიდატს. როგორც კი რაიმე პროგრესი გვექნება, მაშინვე გაცნობებთ ამის შესახებ“,-აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

25 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080