კობახიძე: ე.წ გირგვლიანის შესწორებების მოხდება იმის პრევენცია, რაც წინა ხელისუფლებიდან გვახსოვს

კობახიძე: ე.წ გირგვლიანის შესწორებების მოხდება იმის პრევენცია, რაც წინა ხელისუფლებიდან გვახსოვს

"ე.წ. გირგვლიანის შესწორებებით უზრუნველყოფილია, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან",- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

"ძალიან საინტერესო კანონპროექტი მომზადდა, რომლის ავტორი უშუალოდ არის საქართველოს პარლამენტის წევრი ანრი ოხანაშვილი. ამ დოკუმენტში არის უზრუნველყოფილი ის, რომ მომავალში მოხდეს იმის პრევენცია, რაც ჩვენ ძალიან სამწუხაროდ გვახსოვს წინა ხელისუფლების პრაქტიკიდან - ეს არის შეთქმულება ერთი ადამიანის წინააღმდეგ, ეს არის შეთქმულება ზოგადად, ადამიანების წინააღმდეგ, ადამიანის უფლებების წინააღმდეგ და ამ ყველაფრის პრევენციას ემსახურება ე.წ. გირგვლიანის შესწორებები, ანუ ის ცვლილებები, რომელიც შედის „სისხლის სამართლის კოდექსში“, -აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. 

 

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

კობახიძე: მთავარი სასახლე არაა, მთავარია პრეზიდენტის მიერ უფლებამოსილებების სწორად განხორციელება

25 წუთის წინ

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მთავარია, პრეზიდენტი სწორად ახორციელებდეს კომპეტენციებს. ირაკლი კობახიძე დარწმუნებულია, რომ ამ მხრივ, მნიშვნელოვანი გაუმჯობესება იქნება საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. „მე არანაირი...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080