ბექა დავითულიანი: "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში ტენდენციური იყო

ბექა დავითულიანი: "ფრიდომ ჰაუსის" ანგარიში ტენდენციური იყო

თბილისის საკრებულოს ფრაქციის „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ თავმჯდომარე, ბექა დავითულიანმა საკრებულოს ოპოზიციის მიერ ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსის“ ანგარიშთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უპასუხა. მისი თქმით, ორგანიზაციის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს იმაზე უარესი ქულა არ აქვს, ვიდრე 2012 წელს ჰქონდა. 

კვლევაზე საუბრისას ბექა დავითულიანმა აღნიშნა, რომ ანგარიში ტენდენციური იყო და ამის საილუსტრაციოდ, ანგარიშის ციტატა მოიყვანა, რომლის თანახმად, ზოგადად საქართველოში პრობლემა არ აქვს მშვიდობიან მანიფესტაციებს, თუმცა მიუხედავად ამისა, ბათუმის მანიფესტაციის დროს არაპროპორციული ძალა იყო გამოყენებული. დეპუტატის თქმით, ამ აქციაზე ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლები რევოლუციის ყიჟინით იყვნენ გამოსულები და ქვებს ისროდნენ.

„აქ საუბარია პოლიტიკურ დევნაზე, ამაზე რა უნდა ვთვათ? სააკაშვილის მსჯავრი, რომელიც სასამართლომ გამოუტანა, ფაქტობრივად ერთი ერთში იმეორებს სტრასბურგის სასამართლოს ფაბულას. ამიტომ, ამაზე საუბარი საერთოდ სისულელეა“, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.

 


 

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის  წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

დავით ზალკალიანმა ევროკომისიის წარმომადგენლებთან საქართველოს ევროპული ინტეგრაციის დღის წესრიგი განიხილა

17 წუთის წინ

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის ფარგლებში არსებული მიღწევები, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ფარგლებში მიმდინარე რეფორმების განხორციელების პროცესი და საქართველოსთვის ევროკავშირის ფინანსური...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040