რუსეთი შვეიცარიის საელჩოდან, საქართველოს ინტერესების სექციის 1 თანამშრომელს აძევებს

რუსეთი შვეიცარიის საელჩოდან, საქართველოს ინტერესების სექციის 1 თანამშრომელს აძევებს

რუსეთის ფედერაცია შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოდან, საქართველოს ინტერესების სექციის 1 თანამშრომელს ქვეყნიდან აძევებს. ეს რუსეთის საპასუხო ქმედებაა საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებაზე, რომელმაც სკრიპალის საქმესთან დაკავშირებით ბრიტანეთის სოლიდარობის მიზნით, რუსი დიპლომატი გააძევა. რუსი დიპლომატი, რომელიც საქართველოში, შვეიცარიის საელჩოში რუსეთის ინტერესების სექციაში მუშაობდა ქვეყნიდან გააძევა.

ფაქტი "აიპრესს" დაუდასტურეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში. მათი თქმით, ნოტა უკვე მიიღეს.

"საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შვეცარიის კონფედერაციის საელჩოს გავლით მიიღო რუსეთის ფედერაციის საგარეო უწყების ნოტა, რომლის შესაბამისად, რუსული მხარე საქართველოსგან მოითხოვს მოსკოვში შვეიცარიის კონფედერაციის საელჩოში საქართველოს ინტერესების სექციის ერთი თანამშრომლის  რუსეთიდან გაწვევას. აღნიშნული, წარმოადგენს რუსეთის მხარის საპასუხო ქმედებას საქართველოს 29 მარტის ანალოგიურ მოთხოვნაზე", - გვაცნობეს საგარეო უწყებიდან.

შეგახსენებთ, რუსი დიპლომატის გაძევების გადაწყვეტილება საქართველოს საგარეო უწყებამ მიმდინარე წლის 29 მარტს გაახმოვანა. 

26 მარტს, 20-ზე მეტმა ქვეყანამ რუსი დიპლომატების გაძევების შესახებ განაცხადა, მათ შორის იყო კანადა, შეერთებული შტატები, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანა, უკრაინა. პირველად რუსი დიპლომატები გაერთიანებული სამეფოდან გააძევეს.

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ბორის ჯონსონის თქმით, ქვეყნები შიშობენ, რომ რუსეთმა შესაძლოა მათ ტერიტორიაზე იგივე დანაშაული ჩაიდინოს, რაც სერგეი სკრიპალის მოწამვლის შემთხვევაში მოხდა. 

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირობა დადო, რომ დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა გაძევებას „სარკისებური“ რეაგირება მოჰყვება.

ცნობისთვის, ბრიტანეთში რუსეთის არმიის გენერალური შტაბის დაზვერვის სამმართველოს ყოფილი ოფიცერი, სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია 4 მარტს ბრიტანეთში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში უგონო მდგომარეობაში იპოვეს და საავადმყოფოში გადაიყვანეს. დადგინდა, რომ ისინი მოწამლეს.

2006 წელს სერგეი სკრიპალის ბრიტანეთის დაზვერვის სასარგებლოდ ჯაშუშობისთვის 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს, ხოლო მოგვიანებით შეიწყალეს.

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

პრემიერი: საქართველოს ევროპასთან ინტეგრაციის გზაზე იტალია მნიშვნელოვანი და საიმედო პარტნიორია

10 წუთის წინ

მისი შეფასებით, უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოსა და იტალიას შორის, ისტორიაში პირველად, იტალიის მხრიდან შედგა ასეთი მაღალი დონის ვიზიტი საქართველოში. მამუკა ბახტაძემ იტალიის პრეზიდენტს ისტორიული ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052