მამუკა ხაზარაძე: საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა

მამუკა ხაზარაძე: საბანკო სექტორი ეკონომიკის მამოძრავებელი ძალაა

"ქართული საბანკო სისტემა  ქართული ეკონომიკის 60%-ს აფინანსებს და ის წამყვანი სისტემაა  არა მარტო საქართველოში, არამედ რეგიონსა  და მსოფლიოში.  ქართულმა საბანკო სისტემამ შემოიტანა ქვეყანაში ასეულობით მილიონი დოლარი  და მას აქვს ყველაზე დაბალი საპორცენტო განაკვეთი რეგიონში. ჩვენი საპროცენტო განაკვეთი, რითიც ვაფინანსებთ კორპორაციებს, ხშირად უფრო დაბალია, ვიდრე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების საკრედიტო განაკვეთები, რომლითაც ისინი საქართველოში აფინანსებენ ბანკებს", - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყანაში ეკონომიკის დამფინანსებელი მხოლოდ ქართული საბანკო სისტემაა და არ არსებობს ალტერნატიული დაფინანსების მექანიზმები.  არ არსებობს ქვეყანაში განვითარებული კაპიტალური ბაზარი, საფონდო ბირჟა, საინვესტიციო ფონდები, რომელიც იმედია, შეიქმნება მიმდინარე რეფორმების შედეგად. ამ ეტაპზე, ეკონომიკის განვითარების მთელი სიმძიმე გადადის ქართულ საბანკო სისტემაზე.  მარტო  თიბისი ბანკის მონაცემებით, სამ მილიარდ ნახევარი ლარი  გვაქვს ინვესტირებული მცირე, საშუალო და მსხვილ ბიზნესში ამ პროცესს ვაგრძელებთ.

"საბანკო სისტემა არ არის საინვესტიციო ინსტრუმენტი, ის საკრედიტო ინსტიტუტია და ნუ მოვთხოვთ  ყველაფრის დაფინანსებას", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

48 წუთის წინ

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler)...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040