შაქარიშვილი: Freedom Hause-ის ანგარიში არის "მეორე საქართველოს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობა

შაქარიშვილი: Freedom Hause-ის ანგარიში არის "მეორე საქართველოს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობა

"ნაციონალური მოძრაობის წევრების და სააკაშვილის სულიერი შვილების მხრიდან დემოკრატიაზე, მედიის თავისუფლებაზე და სხვა ღირებულებებზე საუბარი ისეთივე პარადოქსულია, როგორც ის, რომ "ისლამურმა სახელმწიფომ" ადამიანის უფლებებზე ისაუბროს და ამ სფეროში დაიწყოს საქმიანობა,“- ასე გამოეხმაურა საკრებულოს სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ შაქარიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადებას Freedom Hause-ის ანგარიშთან დაკავშირებით.  

„უნდა ითქვას, რომ Freedom House -ის ანგარიში არის "მეორე საქართველოს" შექმნის კიდევ ერთი მცდელობა. მოხსენების ტექსტუალურ ნაწილში პერსონიფიცირება, სახელი და გვარების ხაზგასმა, ასევე მრავალი ფაქტობრივი შეუსაბამობები ცხადყოფს, რომ სამწუხაროდ ეს არის უკიდურესად მიკერძოებული და ანგაჟირებული. ნამდვილად არ ვიცი, რომელი ქულათა სისტემა თუ შკალა როგორ აღიქვამს საქართველოში არსებულ რეალობას, მაგრამ ზუსტად ვიცი, ამას როგორ აღიქვამს ჩვენი მოსახლეობა,“- განაცხადა ვახტანგ შაქარიშვილმა. 

მისივე განცხადებით, ეს უკვე მრავალჯერ დაადასტურა თავისუფალმა არჩევნებმა, რომელიც „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში ჩატარდა.

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

სუბარი: ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს, რომ ტყიბულში ალტერნატიული სამუშაო ადგილები შეიქმნას

1 საათის წინ

"ტყიბულს შახტები გახდა ადამანების სიკვდილის მიზეზი და ადგილი. ამიტომ პრემიერმა მიიღო გადაწყვეტილება-შახტები დაიხურება და არ გაგრძელდება მუშაობა ვიდრე არ დასრულდება გამოძიება და საერთაშორისო ექსპერტიზა და არ გვეცოდინება რომ უსაფრთხოა...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040