სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 14 აპრილს გაიმართება

სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება 14 აპრილს გაიმართება

სპორტი მშვიდობისა და განვითარებისთვის სპორტის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება ლისზე გაიმართება.

"სპორტი მშვიდობისთვის და განვითარებისთვის"- დევიზით, 14 აპრილს საქართველო სპორტის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. 

კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფედერაცია „სპორტი ყველასათვის“ ორგანიზებით, ასევე თბილისის მერიისა და ლისის ტბის ადმინისტრაციის მხარდაჭერით, სპორტული ღონისძიებები 10:00 საათიდან, საფეხბურთო ტურნირით დაიწყება, 11:00 საათზე დაგეგმილია მძლეოსნური გარბენი, 12:00 საათიდან კი მსურველებს შესაძლებლობა აქვთ მონაწილეობა მიიღონ 20-ზე მეტ სპორტულ აქტივობაში. 

ლისის ტბაზე გაიმართება: სპორტული ავტომობილების გამოფენა, მეკლდეურობა, კალათბურთი, ნარდი, მკლავჭიდი, ჭადრაკი, ქართული ჭიდაობა, საბრძოლო ხელოვნება, მჯდომარე ფრენბურთი(პარა ფრენბურთი), სროლა, აფროსნობა, სკეიტერების საჩვენებელი გამოსვლა, ბატუტი, მძლეოსნური გარბენი(სტარტი, ფინიში), კანოე პოლო, მშვილდოსნობა, პეტანკა, საავიაციო სპორტი, ფეხბურთი, ბავშვთა რაგბი, ფრისბი, მხიარული სტარტები. პატარებისთვის მოწვეული არიან სამხატვრო ისნტრუქტორები. დასწრება თავისუფალია. ღონისძიება მიეძღვნება საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის დაარსების 100 წლის იუბილეს. 

სპორტის საერთაშორისო დღის აღნიშვნის გადაწყვეტილება 2013 წელს გაეროს გენერალურ ასამბლეაზე მიიღეს. იმავე წელს, მონაკოში გამართულ სპორტის საერთაშორისო სამეცნიერო პრაქტიკულ კონფერენციაზე საქართველომ გააჟღერა საკუთარი გადაწყვეტილება, შეუერთდეს ამ დღის აღნიშვნას. 2018 წლიდან კი საქართველო ევროპის სპორტის კვირეულს უერთდება. წელს პირველად, 23-30 სექტემბერს თბილისსა და რეგიონებში სლოგანით „BEACTIVE“ 100-ზე მეტი მასობრივი სპორტული ღონისძიება გაიართება, რომელშიც სხვადასხვა ასაკის 10 000-ზე მეტი ადამიანის ჩართვა იგეგმება. აღნიშნული ღონისძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში 3 წელია იმართება. საქართველო ერთ-ერთი პირველია არაწევრი ქვეყნებიდან, რომელიც ამ მასშტაბურ მასობრივ სპორტულ აქტივობას უერთდება.

თემები:
საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

საფრანგეთმა ბასტილიის აღების დღის ზეიმი რუსეთში "ლუჟნიკების" აღებით დაასრულა (ვიდეო)

5 საათის წინ

ტრიმფალური თაღი და ეიფელის კოშკი "ლურჯების" ("ლურჯები" და "სამფეროვნები" ფრანგ ფეხბურთელთა მეტსახელებია - აიპრესი) საპატივცემულოდ განათდა. ეიფელის კოშკი სამფეროვანი დროშის ფერებით და ორი ვარსკვლავით, ნიშნად საფრანგეთის 1998 და 2018 წლების...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040