უბედური შემთხვევა თბილისი-სტამბოლის რეისზე: გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

უბედური შემთხვევა თბილისი-სტამბოლის რეისზე: გარდაცვლილია ახალგაზრდა მამაკაცი

თბილისი-სტამბულის რეისზე ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს"  თბილისის საერთაშორისო აეროპორტის პრესსამსახურში დაუდასტურეს. 

მისივე ცნობით, შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა თვითმფრინავი ასაფრენ-დასაფრენ ზოლს უახლოვდებოდა. 

"გამთენიისას, დაახლოებით 04:00 საათიდან 05:00 საათამდე, "პეგასუსის" მგზავრი იყო, ახალგაზრდა მამაკაცი, 28 წლის, საქართველოს მოქალაქე. ხომალდი უკვე დაძრული იყო, უახლოვდებოდა ასაფრენ-დასაფრენ ზოლს, როდესაც უკან მობრუნდა, ვინაიდან მგზავრი ცუდად გახდა. სანამ მობრუნდა უკან და ჩასხდომის ხიდი მიადგა ხომალდს, ექიმები შევიდნენ თუ არა, მგზავრი უკვე გარდაცვლილი იყო" - განაცხადეს პრესსამსახურში. 

ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო

ვახტანგ ლომჯარიამ მედიის წარმომადგენლებს ცხოველთა მუნიციპალური თავშესაფრის მუშაობის სპეციფიკა გააცნო

23 წუთის წინ

ვახტანგ ლომჯარიასთან ერთად, ადგილზე თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძე იმყოფებოდა, რომელმაც ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ფუნქციონირების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ სააგენტოს თითოეული თანამშრომლის შრომა განსაკუთრებით...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040