საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია

საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია

როგორც საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ვებ-გვერდი იტყობინება, საქართველო უეფას 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის კანდიდატია. 

2019 წელს, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის მსურველი ქვეყნები - საქართველო, ხორვატია, უნგრეთი, ლატვია, პორტუგალია, რუსეთი და უკრაინა. მასპინძელი ქვეყანა მიმდინარე წლის 27 სექტემბერს, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე დასახელდება. 

უეფას ორგანიზებით, 2019 წლიდან, 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა შორის ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. პირველი ჩემპიონატის მასპინძლობის უფლების მოსაპოვებლად შვიდი ქვეყანა იბრძოლებს. საქართველო 19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობის ერთერთი კანდიდატია. საქართველოსთან ერთად ცნობილია მასპინძლობის მსურველი კიდევ ექვსი ქვეყანა.

19-წლამდე ფუტსალის ნაკრებთა საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა 2018 წლის 1 ნოემბერს გაიმართება. ჩემპიონატის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპი 2019 წლის 21-26 იანვარს შედგება.

მეინ რაუნდი 26-31 მარტს ჩატარდება. ევროპის ჩემპიონობისთვის, 2019 წლის 8-14 სექტემბერს, რვა ნაკრები იბძოლებს.

თემები:
ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

ევროპის ლიგას თბილისის "დინამოც" ემშვიდობება

6 საათის წინ

კახა კაჭარავას გუნდმა შეხვედრა სლოვაკური "დუნაისკა სტრედას" წინააღმდეგ აქტიურად დაიწყო და გოლის გატანის 100%-იანი შანსი მესამე წუთზევე ჰქონდა, თუმცა დინამოელებმა სასურველს მხოლოდ პირველი ტაიმის მიწურულს მიაღწიეს. ბუდუ ზივზივაძემ ანგარიში...

USD 2.4503
EUR 2.8433
GBP 3.1844
TRY 0.5072