Alibaba Group-ის შვილობილ კომპანიასთან თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

Alibaba Group-ის შვილობილ კომპანიასთან თანამშრომლობის ურთიერთგაგების მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ და მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კორპორაციის Alibaba-ს შვილობილმა კომპანიამ Fliggy Corporate გააფორმეს ურთიერთგაგების მემორანდუმი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

დოკუმენტზე ხელმოწერა ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის ვიზიტის ფარგლებში გაიმართა. აღნიშნული კომპანია წარმოადგენს Alibaba-ს ტურისტულ პლატფორმას. მემორანდუმს საქართველოს მხრიდან ხელი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილმა მოაწერა.

მემორანდუმი მიზნად ისახავს საქართველოს დამატებას მათ პლატფორმაზე, რაც ხელს შეუწყობს საქართველოში დამატებითი ტურისტული ნაკადების შემოსვლას.

"აღნიშნული პორტალის მომხმარებელთა ძირითადი სეგმენტია 35 წლამდე ახალგაზრდები, რომლებიც, ტრადიციულად, აქტიურად მოგზაურობენ და ამდენად, ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ აღნიშნული მემორანდუმი იქნება საწინდარი იმისა, რომ ტურისტების დამატებითი ნაკადების იქნას შემოყვანილი საქართველოში ამ პლატფორმის მეშვეობით", - განაცხადა გიორგი ჩერზიშვილმა ხელმოწერის შემდეგ.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

47 წუთის წინ

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler)...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040