ისრაელელი ინვესტორი: საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტის უკეთ შესწავლას ვგეგმავთ

ისრაელელი ინვესტორი: საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტის უკეთ შესწავლას ვგეგმავთ

ინვესტორი ახალი ტექნოლოგიების სექტორში სტავ შაჰამი თბილისის მერის კახა კალაძის ისრაელში ვიზიტს დადებითად აფასებს და საქართველოსთან თანამშრომლობის სურვილს გამოთქვამს. როგორც ინვესტორი აღნიშნავს, ინფორმაციული ტექნოლოგიების მიმართულებით, საქართველოსთან თანამშრომლობის განვითარება საინტერესოა.

"ისრაელში ბევრი სტარტაპია, რომელთა უმრავლესობა თელ-ავივსა და იერუსალიმშია დაფუძნებული. ბევრ ქვეყანასთან თანამშრომლობის განვითარება გვსურს, მათ შორის, საქართველოსთანაც. მიგვაჩნია, რომ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს და ინფორმაციული ტექნოლოგიების კარგი სპეციალისტები ჰყავს, რაც ჩვენთვის საინტერესოა.

ვგეგმავთ, რომ საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიების სეგმენტი უკეთ შევისწავლოთ, რათა ჩვენს სტარტაპებში ქართველი სპეციალისტების დასაქმება და  საქართველოსა და ისრაელის სტარტაპებს შორის თანამშრომლობის განვითარება შევძლოთ. რა თქმა უნდა, მეტი ბიზნესის წარმოებით, მეტი წარმატების მიღწევა გვსურს", - განაცხადა სტავ შაჰამმა.

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, სამუშაო ვიზიტით ისრაელში იმყოფებოდა.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

51 წუთის წინ

შპს "გარდაბნის თბოსადგურისთვის", შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "მტკვარი ენერჯისთვის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფების დადგენისა და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052