აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს

აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს

აზიის ინფრასტრუქტურის და ინვესტიციების ბანკი (AIIB) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს განიხილავს, - ასეთი იყო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის და AIIB-ის შეხვედრის მთავარი საკითხი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრა ბანკის სათაო ოფისში, რომელიც ჩინეთის დედაქალაქ პეკინში გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერის სამუშაო ვიზიტი მიმდინარეობს.

ბანკის პრეზიდენტთან ძინ ლიცუნთან და მის მოადგილეებთან შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანაკლიის პორტის საკითხზე. აღინიშნა, რომ ბანკის სპეციალისტთა ჯგუფი უკვე სწავლობს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტს. მათ მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ, საკითხი ბანკის მმართველთა საბჭოზე იქნება განხილული და დამტკიცებული.

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

საქართველოს რკინიგზა ახალ სამატარებლო განრიგზე გადადის

1 საათის წინ

19 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებაზე  ყოველდღიურად შესრულდება 5 (ხუთი) რეისი, რომელთაგან ერთ რეისს შეასრულებს GRS ტიპის (Stadler) რვავაგონიანი სამგზავრო შემადგენლობა, ხოლო დანარჩენ რეისებზე იმოძრავებენ როგორც GRS ტიპის (Stadler)...

USD 2.4478
EUR 2.8458
GBP 3.2115
TRY 0.5040