მერაბ ჯანიაშვილი: ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულშია

მერაბ ჯანიაშვილი: ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულშია

ამის შესახებ „პირველი არხის“ ეკონომიკურმა ანალიტიკოსმა, მერაბ ჯანიაშვილმა, „პირველი არხის“ ეთერში, გადაცემა "აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად", ეკონომიკის საკითხებზე საუბრისას აღნიშნა. 

"ჩვენი საბანკო სექტორი 24%–იანი მოგებით, მსოფლიო ტოპ-ათეულში და ოცეულშია. თუ ვინმე მეტყვის, რომ საქართველოში რისკები იმდენად მაღალია, რისკიანობის მიხედვით, რომ საქართველო მსოფლიოში ბოლო ოცეულში შედის, დამერწმუნეთ, მარტივად ჩამოვუთვლი 50 ქვეყანას, სადაც ეკონომიკაში ბევრად რთული მდგომარეობაა“,- განაცხადა ჯანიაშვილმა.

შეგახსენებთ, ფინანსთა მინისტრმა საბანკო სექტორის შესახებ ასეთი განცხადება გააკეთა: "საქართველოს საბანკო სისტემა უნდა იყოს არა ეკონომიკის განვითარების მუხრუჭი, არამედ მისი მამოძრავებელი ძალა, თუმცა სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მივიღეთ რეალობა, სადაც ბანკები არ ასრულებენ ამ მამოძრავებელი ძალის ფუნქციას", - აღნიშნავს მამუკა ბახტაძე.

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

სემეკმა ბუნებრივი გაზის ტარიფების გეგმიური დადგენის მიზნით საჯარო ადმინისტრაციული წარმოებები დაიწყო

52 წუთის წინ

შპს "გარდაბნის თბოსადგურისთვის", შპს "ჯიფაუერისთვის", შპს "მტკვარი ენერჯისთვის" გარანტირებული სიმძლავრის საფასურისა და ელექტროენერგიის წარმოების 2019 წლის ტარიფების დადგენისა და შპს "საქართველოს საერთაშორისო ენერგეტიკული...

USD 2.4479
EUR 2.8660
GBP 3.2462
TRY 0.5052