Tokyo Shimbun: კიმ ჩენ ინი მზადაა, დენუკლეარიზაციისთვის "საგზაო რუკა" შეიმუშაოს

Tokyo Shimbun: კიმ ჩენ ინი მზადაა, დენუკლეარიზაციისთვის "საგზაო რუკა" შეიმუშაოს

ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან შეხვედრისას, რომელიც პეკინში მარტის ბოლოს გაიმართა, განაცხადა რომ ფხენიანი მზადაა დეკლეარიზაციის პროცესში "საგზაო რუკა" შეიმუშაოს. ამის შესახებ ინფორმაციას იაპონური გამოცემა Tokyo Shimbun-ი ჩინეთისა და ჩრდილოეთ კორეის წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

როგორც გამოცემა აღნიშნავს, ფხენიამა შესაძლოა ეს გეგა დონალდ ტრამპსა და კიმ ჩენ ინს შორის შესაძლო შეხვედრამდე მოამზადოს. გამოცემის თანახმად, კიმ ჩენ ინმა ჩინეთის პრეზიდენტი დაარწმუნა, რომ თუ ვაშინგტონი „მტრულ პოლიტიკას“ შეწყვეტს, ფხენიანს ბირთვული იარაღი არ ესაჭიროება.
როგორც Tokyo Shimbun-ი წერს, ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლება "საგზაო რუკის" მომზადებას დათანხმდება, თუ ისინი ვაშინგტონიდან კომპესაციას და გარანტიას მიიღებენ, რომ ჩრდილოეთ კორეის პოლიტიკური სისტემა შენარჩუნდება.
ჩინეთში კიმ ჩენ ინის ვიზიტი 25-28 მარტს შედგა. მან პირველად დატოვა ჩრდილოეთ კორეა, იმ მომენტიდან, როდესაც 2011 წელს რესპუბლიკის ლიდერი გახდა. აპრილში, როგორც მოსალოდნელია, ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის ლიდერების შეხვედრა გაიმართება. კორეის სამიტი 2007 წლიდან არ ჩატარებულა. 

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

The Guardians Of The Galaxy-ის რეჟისორი The Walt Disney Studio-დან გაათავისუფლეს

47 წუთის წინ

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შეურაცხმყოფელი საქციელი და განცხადებები, რომლებიც ჯეიმსის ტვიტერზე აღმოაჩინეს, სრულიად მიუღებელი და შეუთავსებელია სტუდიასთან, ამის გამო, სტუდიის წარმომადგენლებმა, რეჟისორთან საქმიანი კავშირები...

USD 2.4417
EUR 2.8436
GBP 3.1813
TRY 0.5080